ესპანელმა ჟურნალისტმა, ალბერტ ორტეგამ, პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის წინააღმდეგ გაილაშქრა. „მბაპეს შეეძლო „რეალთან“ იმ დროს მოეწერა ხელი კონტრაქტისთვის, როდესაც კლუბმა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მთელი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მის ფერხთით იქნებოდა და ტაშს დაუკრავდა, ბენზემა ხელებგაშლილი მიესალმებოდა, ფლორენტინოც იგივეს გააკეთებდა. მაგრამ მან უბრალოდ დასცინა ყველას. ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი. მბაპეს უარი ვინისიუსს დაეხმარა....
ლადო კილასონიას 30 რჩეული
მოგეხსენებათ, 24 ივნისს სამხრეთ აფრიკაში ესოდენ ნანატრი ტურნირი დაიწყება: სამწლიანი პაუზის შემდეგ სტარტს აიღებს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2020-2022 წლებში კოვიდ პანდემიის გამო არ გამართულა. ცხადია, ტურნირში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას – უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ პლანეტის 12 უძლიერეს ახალგაზრდულ ნაკრებს შორის. ჩემპიონატისთვის გასახურებელ მატჩებში ლადო კილასონიას ბიჭებმა ორი მარცხი განიცადეს და...
დენვერ პირველი
NBA-ს ახალი შეფი ჰყავს – „დენვერ ნაგითსმა“ სუპერფინალში „მაიამი ჰითს“ 4:1 მოუგო და ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა. კოლორადოელებმა გადამწყვეტ მატჩში მეტოქე საკუთარ მოედანზე 94:89 დაამარცხეს. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ „მაიამი“ იგებდა და შანსს იტოვებდა მომდევნო თამაშისთვის ფლორიდაში ემასპინძლა და სერია გაეთანაბრებინა. თუმცა, ნიკოლა იოკიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩაატარეს და ჩემპიონობა ხელიდან აღარ...
იტალიურ პრესაში გაჟონა: ოსიმენს გალტიეზე უთქვამს…
ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის” ხელმძღვანელობას კრისტოფ გალტიეს მწვრთნელად დანიშვნა არ ურჩია. ეს ინფორმაცია იტალიურმა პორტალმა Foot Mercato-მ გაავრცელა. ცხადია, ლაპარაკია კულუარულ ამბავზე, თორემ ნიგერიელს ფრანგის წინააღმდეგ საჯაროდ არსად არაფერი უთქვამს. მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. მას მერე, რაც გუნდი ლუჩანო სპალეტიმ დატოვა, მედიაში ათასი გვარი ტრიალებს. „აძურის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ახალ...
კვარა ფრანს ფუტბოლის ათეულში შევა
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში” გადასვლისთანავე ვარსკვლავი გახდა. მან როგორც სერია A-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში ისეთი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა, რომ „ოქროს ბურთის” კანდიდატთა სიაში შეიყვანეს. გარდა ამისა, კვარამ „პარტენოპეელი” გულშემატკივრების გული მოიგო და ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითად იქცა. spazionapoli.it წერს, რომ ევროპას კვარამანია მოედო და ის, რომ „ფრანს ფუტბოლმა” ქართველი გარემარბი „ოქროს ბურთის” კანდიდატთა შორის ჩაწერა ამის ნათელი...




