სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიენიჭა „ნაპოლის” თავკაც ლუჩანო სპალეტის. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება „ნაპოლისა” და „სამპდორიას” შეხვედრის წინ, ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონას” სახელობის სტადიონზე.
ხსენებული წოდება სპალეტის მიანიჭა ჟიურიმ, რომელიც სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან შედგებოდა. ისინი მწვრთნელებს ტექნიკური და სპორტული კრიტერიუმების მიხედვით აფასებდნენ, ითვალისწინებდნენ მათი გუნდების თამაშის ხარისხს და ფეარ-ფლეის პრინციპებს.
საბოლოო დასკვნის გამოტანა მოხდა 2022-23 წლების სეზონის მატჩების დამთავრების შემდეგ.
სერია A-ს გენერალური დირექტორი ლუიჯი დე სიერვო: „ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის” სათავეში არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა. მარადონას მიერ ხელმოწერილი მეორე გამარჯვებიდან 33 წლის შემდეგ, ნეაპოლელთათვის ისტორიული მესამე სკუდეტოს მოპოვება მოთამაშეთა თავდადებისა და მაღალკვალიფიცირებული მწვრთნელის დიდი ქარიზმის შედეგი გახლდათ. მან გამოამჟღავნა ახალწვეულების გუნდში ინტეგრირების, საუკეთესო თვისებების წახალისების და გამოცდილი ფეხბურთელების გაძღოლის დიდი უნარი.
„აძურიმ” თავი პირველივე დღიდან წარმოაჩინა არა მხოლოდ შედეგებით, არამედ სანახაობრივი თამაშით. გუნდმა საერთაშორისო სარბიელზე ერთ-ერთი ყველაზე თვალისმომჭრელი ფეხბურთი აჩვენა”.
სერია A-ს ოფიციალური გვერდი: legaseriea.it
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/07/2026 | 11:17როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
