გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პერუსა (25 მარტი) და ბელგიასთან (28 მარტი) ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მაგრამ ფლიკის ეს გადაწვეტილება ადრევე ცნობილი იყო. მათთან შედარებით, მოულოდნელი იყო ლეროი სანეს ნაკრებს მიღმა დატოვება, თუმცა ბოლო პერიოდში სანეს „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაშიც უჭირს მოხვედრა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობა...
ლიგები დაწყვილდნენ…
ჩემპიონთა ლიგის დარად გაიმართა ევროპალიგასა და კონფერენციის ლიგის წილისყრა. გაირკვა მეოთხედფინალური და ნახევარფინალური წყვილების ვინაობა. ევროპის ლიგის მეოთხედფინალში კონფერენციის ლიგის შარშანდელი ფინალისტები ფეიენოორდი და რომა შეხვდებიან. თუ გახსოვთ, მაშინ იტალიურმა კლუბმა 1:0 იმარჯვა და ამ საკლუბო ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – სევილია (ესპანეთი) იუვენტუსი (იტალია) – სპორტინგი (პორტუგალია) ლევერკუზენი (გერმანია) – სენ...
მიუნხენამდე გაგრაში
ცნობილი ამბავია, რომ თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა პარკაძე ზაფხულიდან კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი რა ხანია გაფორმებულია – ლუკა გერმანიაში ივნისში გაემგზავრება და ვარჯიშს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად შეუდგება. გერმანიაში გამგზავრებამდე კი პარკაძე „გაგრაში“ ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა – პარკაძე „გაგრაში“ „დინამოდან“ იჯარით გადავიდა.
კლიუვერტმა ნაპოლის მილანი მიართვა…
უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წისლიყრა გაიმართა. ქართველი ქომაგისთვის, ბუნებრივია, ყველაზე დიდი ინტერესს „ნაპოლის“ მეტოქის გარკვევა იწვევდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი – შეხვდება მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: რეალი (ესპანეთი)-ჩელსი (ინგლისი) მილანი (იტალია)-ნაპოლი (იტალია) ინტერი (იტალია)-ბენფიკა (პორტუგალია) მანჩესტერ სიტი (ინგლისი)-ბაიერნი (გერმანია) ნახევარფინალში გასული გუნდები ასე დაწყვილდებიან: მილანი (იტალია)-ნაპოლი (იტალია) vs ინტერი (იტალია)-ბენფიკა (პორტუგალია) რეალი (ესპანეთი)-ჩელსი...
გამოუთქმელი და ხელუხლებელი
ბოლო დროს ქვეყნად გაზეთი არ დარჩენილა ხვიჩა კვარცხელიას ფანტასტიკურ ევროპულ დებიუტს რაიმე ფორმით არ გამოხმაურებოდა. „ნიუ იორკ ტაიმსში“ მთელი გვერდი, „დეილი მეილი“, „ეკიპი“, „მირორი“, „ბილდი“, რუსული გამოცემები… ახლა ამათ პოპულარული „კიკერიც“ შეუერთდა. გერმანელებმა ქართველ ვარსკვლავბიჭუნას ვრცელი სტატია მიუძღვნეს, რომლის გადმოქართულებული ვარიანტიც, აგერ, თქვენს წინაშეა… „ტურინის „იუვენტუსს“ ვითომ თავისი გაჭირვება არ ეყოფოდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთიდანაც...
10 ნომერი ხვიჩას? დარწმუნებული ვარ დიეგო მხარს დაუჭერდა…
ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელია იტალიური პრესის (და არა მარტო) საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალლე თამაშს წარსულში ცნობილი ბევრი ვარსკვლავი გამოეხმაურა. მათ შორისაა იტალის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯანფრანკო ძოლა. იტალიის ჩემპიონატში, „ატალანტას კარში გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, ქომაგები და ჟურნალილსტები ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურის გადაცემაზე ალაპარაკდნენ, რომელიც, როგორც ცნობილია, მარადონას საპატივცემულოდ, „ნაპოლიში“ გაუქმებულია....





