
ფეხბურთი რომ მხოლოდ სპორტი არ არის და მას დიდი სოციალური ფუნქციაც აკისრია, ბევრჯერ დამტკიცებულა. ამის მორიგი მაგალითი იყო კასტელ ვოლტურნოში, „ნაპოლის” ბაზაზე, „აძურის” მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან. ბავშვები სინიორ სპალეტის ცხადია აღფრთოვანებულები შეჰყურებდნენ, ის კი თავიდან უკმაყოფილო იყო, რადგან შეხვედრა დილით შედგა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბავშვებმა გაკვეთილები გააცდინეს.
„სკოლას აცდენთ? — უპირველეს ყოვლისა ეს ჰკითხა სპალეტიმ ბიჭუნებს. არადა ბავშვები „ნაპოლის” მწვრთნელს ცხრილში პირველ ადგილზე ყოფნასა და კარგ შედეგებს ულოცავდნენ, სულ სხვა ტალღაზე იყვნენ მომართულები.
„როდის უნდა აღადგინოთ დღევანდელი გაცდენა?, — არ მოეშვა სპალეტი ბავშვებს, — აი, წარმოიდგინეთ, როდესაც დიდები გაიზრდებით და მე გაგწვრთნით, თქვენ შეიძლება ვერ გაიგოთ რას გეუბნებით. როგორ შეასრულებთ მაშინ ჩემს დავალებას? მე არ მჭირდება ისინი, ვისაც მიხვედრის უნარი არ აქვს”.
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სპალეტი სკოლის, განათლებისა და კულტურის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამის შესახებ მათაც უჩიჩინებს, ვინც ფეხბურთელის კარიერისთვის ემზადება. მას ბევრჯერ უთქვამს, რომ ცოდნა და გახსნილი გონება მხოლოდ ფეხბურთს გარე ცხოვრებისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მოედანზეც გადამწყვეტ როლს თამაშობს. ეს საჭიროა იმ სქემების მისახვედრად, რომლებსაც თანამედროვე მწვრთნელი ფეხბურთელებს უხსნის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
