გერმანიის ნაკრების ახალი დირექტორი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რუსი ფიოლერი გახდა – ის ოლივერ ბირჰოფის ადგილს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ ბირჰოფმა ყატარის მონდიალზე განცდილი კრახის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა არჩევანი 62 წლის ფიოლერზე შეაჩერა. გერმანული ფეხბურთის მმართველებს მიაჩნიათ, რომ რუდი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც ახლა გერმანიის ნაკრებს სჭირდება – ის გაათავისუფლებს ნაკრებს ყველანაირი პოლიტიკური და...
ნოლე რეკორდისკენ ტკივილით მიიწევს
ავსტრალიის ღია პირველობას რაფა ნადალი რომ გამოეთიშა, „დიდი მუზარადის“ ტურნირების 21-გზის გამარჯვებულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შანსი აქვს ესპანელ ჩოგბურთელს ტიტულებით დაეწიოს. ამისაკენ სერბი ტრავმირებულიც წარმატებით მიიწევს. 35 წლის ნოლემ მესამე წრეში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი სამ სეტში კი დაამარცხა, მაგრამ ორჯერ კორტზე ექიმების გამოძახება მოუხდა. მატჩი სამ საათს გაგრძელდა. ყველაზე ხანგრძლივი პირველი სეტი გამოდგა – ნოლემ საათსა...
ლუჩანო სპალეტი: ჩვენ სერიოზული ბიჭები გვყავს
„სალერნიტანასთან” სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან ინტერვიუში თქვა: „ასეთი შედეგის მიღწევას ერთდროულად სჭირდება ტექნიკა და ძლიერი მენტალიტეტი. ეს მატჩები ენთუზიაზმს და პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას მოითხოვს. ყველაფერი, რაც ახლა ვახსენე საჭირო რაოდენობით უნდა გქონდეს და მერე მოედანზე სწორი რიტმის სახით გაიტანო. პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმოსთან ერთბაშად ბევრი ფეხბურთელი ქუჩდებოდა და ჩვენ შეტევის...
ტყუპისცალმა გაიტანა
„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო. ამ შეხვედრაში თანაგუნდელებს გრიპის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც „ლა გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა, რომ ქართველის შინ დატოვებას ავადმყოფობის გარდა კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა — სპალეტის ჯერჯერობით მაინც არ უნდა მისი ზედმეტად დატვირთვა, მითუფრო რომ ელიფ ელმასის სახით ფრიად მაღალი დონის ალტერნატივა ჰყავს. ამრიგად, მილანური გაზეთის ინფორმაციით მწვრთნელმა გადაწყვიტა...



