დიახ, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი ისეთი სცენარით წარიმართა და იმდენმა მორაგბემ დატოვა თამაში ტრავმის გამო, რომ „თრილერზე“ ზუსტი სიტყვით ვერც დაახასიათებ. წინასწარვე ვიტყვით, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა – „შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ 43:40 დაამარცხა, მაგრამ ავჭალაში გამართული შეხვედრის მსვლელობისას მეტოქემ უამრავი პრობლემა კი შეგვიქმნა. თამაში საკმაოდ კარგი საცქერი გამოდგა, თუმც ამის თქმა...
ლივერპული მიქრის…
„ლივერპულმა“ „კარაბაოს თასი“ უკვე მოიგო, წინ კი სხვა ტიტულებია და მერსისაიდელებს ყველა გათამაშებაში აქვთ წარმატების შანსი. კლოპის გუნდმა როცა „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, მაშინ ოთხ ტიტულზე საუბარი არც იყო: „სიტი“ პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობდა, ხოლო FA Cup-ზე კლოპი და მისი შეგირდები ფინალამდე ვერც აღწევდნენ. თუმც ახლა… FA Cup-ის ნახევარფინალში, „ლივერპულმა“ „სიტი“ 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა....
რონალდუ ფულს შოულობს
კარიერის მესამოცე ჰეთ-თრიკმა კრიშტიანუ რონალდუს 850 000 გირვანქა მოუტანა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში უკვე მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიკი. ამჯერად ეს „ნორვიჩთან” შეხვედრაში მოხდა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” 3:2 მოიგო. შაბათს გატანილი სამი გოლის წყალობით, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშემ ყველა შეჯიბრებაში ერთად 20-გოლიანი ზღურბლი გადალახა და აამოქმედა მისი კონტრაქტის ის პუნქტი, რომლის თანახმადაც ბონუსი ერგება. ბონუსი 750...
მამარდაშვილზე სალაპარაკო არაფერია
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ წააგო „ოსასუნასთან” 1:2. გაშვებულ გოლებში ქართველი მეკარის ბრალი არ არის და ესპანური მედიაც მისი თამაშის შეფასებისას ან მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ პირველ ეპიზოდში გიორგიმ პენალტი კინაღამ აიღო (ბურთს მიწვდა, მაგრამ არგენტინელი ჩიმი ავილას დარტყმული იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ მოიგერია) ან უბრალოდ ჩუმად არის, რადგან ამ შეხვედრაში საყურადღებო სხვა რამ უფრო...



