ჩინური ტელევიზიის შეფებმა, მათ, ვისაც პრემიერლიგის მატჩების ტრანსლაცია აბარიათ, გამოაცხადეს, რომ ამ უქმეებზე ინგლისურ საფეხბურთო მოვლენებს თავიანთი ქვეყნის მოსახლეობას არ აჩვენებენ. მიზეზი: ინგლისური გუნდები უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვას აპირებენ, ეს კი მიმდინარე ომის საკითხში რუსეთის თანამოაზრე ჩინეთს არ ეპიტნავება.
პრემიერლიგამ უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინაში რუსულ აგრესიას გმობს და ამ უქმეებზე უკრაინელ ხალხს თანადგომას გამოუცხადებს. „ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ მშვიდობისკენ და ვფიქრობთ დაზარალებულებზე,” — წერია პრემიერლიგის განცხადებაში.
იგეგმება, რომ ამ ტურში, პრემიერლიგის გუნდების კაპიტნებს სამკლავურები უკრაინის დროშის ფერებში ექნებათ, ხოლო ტაბლოებზე აინთება წარწერა Football Stands Together ანუ საფეხბურთო სამყარო ერთსულოვანია.
თამაშების დაწყებამდე სოლიდარობის აქციას ფანებიც შეუერთდებიან.
პრემიერლიგის წარმომადგენლებმა ჩინეთის სატელევიზიო ბოსების გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთეს.
შეგახსენებთ, ჩინეთი ის კომუნისტური ქვეყანაა, საიდანაც დედამიწას კოვიდი მოედო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
