ყატარში ერთი არ იქნება…

Home კატეგორიის გარეშე ყატარში ერთი არ იქნება…
ყატარში ერთი არ იქნება…

ფიფაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ევროპის ზონიდან გამსვლელი ნახევარფინალური და ფინალური ფლეი ოფების წილისყრა.

შედეგად ერთი ძალიან საინტერესო რამ გაირკვა. ყატარში ან ევროპის ჩემპიონი იტალია არ იქნება ანაც, ევროპის წინა ჩემპიონი პორტუგალია. მსოფლიო 2022 წელს ან ერთ გრანდს მოისაკლისებს, ან – მეორეს. ფლეი ოფის ნახევარფინალებში ამათ თუ იმარჯვეს, ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.

აუცილებლად სათქმელია, რომ იტალიის ნაკრები არ იყო რუსეთის მონდიალზე, რომელიც 2018 წელს გაიმართა.

ფლეი ოფის შეხვედრები მარტის ბოლოს გაიმართება. ორივე რაუნდი, სამი ნახევარფინალი და სამი ფინალი თითომატჩიანი იქნება.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „FIFATV FIFA WORLD CUP Qatar2022 r2022 B sCo PATHA FIFA WORLD CUP QATAR 2022™ EUROPEAN PLAY-OFF DRAW WAL VI RUS UKR c PATHB SWE AUT Iv POL ITA PATH POR CZE V MKD TUR“-(ი)ს გამოსახულება

ნახევარფინალებში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

უელსი – ავსტრია vs შოტლანდია – უკრაინა

რუსეთი – პოლონეთი vs შვედეთი – ჩეხეთი

პორტუგალია – თურქეთი vs იტალია – მაკედონია

(პირველი წყვილის მოგებული ფინალში იქნება მასპინძელი)

ავტორის პროფილი

კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.