„ლივერპულის“ ლეგენდა, ინგლისელი სატელევიზიო ექსპერტი ჯეიმი კარაგერი ამბობს, რომ ლეო მესი, რომელსაც ბევრი 2021 წლის „ოქროს ბურთის“ უპირობო კანდიდატად მიიჩნევს, ყველა ღონე ხმარობს კრიშტიანუ რონალდუს რომ არ ჩამორჩეს.
მესი ახალი სეზონის წინ „ბარსელონადან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა და ახალ ადგილს იოლად ვერ შეეგუა. არგენტინელმა ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გადააწოდა. ბოლო მატჩში, ჩემპიონთა ლიგაში, მისმა გუნდმა „მანჩესტერ სიტისთან“ სტუმრად 1:2 წააგო. ამ შეხვედრაში, მსოფლიოს ექვსის საუკეთესო ფეხბურთელს თავი დიდად არ გამოუჩენია.
„მანჩესტერ სიტის“ გამარჯვება იმას ნიშნავდა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, „პარი სენ ჟერმენი“ კი მეორეს დასჯერდა. მეორე ადგილი უდიდესი ვარსკვლავების არნახული კრებულისთვის კარგი შედეგი არ არის.
კარაგერი ამბობს, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ამ ეტაპზე თავის მთავარ კონკურენტს, კრიშტიანუ რონალდუს ჩამოუვარდება.
კარაგერი: „რონალდუსაც გავაკრიტიკებდი, მაგრამ მას მესისგან განსხვავებით გოლები გააქვს. ის უბურთო მოთამაშეა, ასეთ დროს კი ყველაფერს გოლები აკომპენსირებს“.
ამ ზაფხულში მესის მსგავსად კლუბი და ქვეყანა რონალდუმაც გამოიცვალა. ის „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. ახალ გუნდში მანაც ბევრი უფერული თამაში ჩაატარა, მაგრამ გადამწყვეტი გოლების რაოდენობით ნამდვილად გამოიჩინა თავი. ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში პორტუგალიელმა 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გადააწოდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
