რა ხდება ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას“ გარშემო? როგორც ესპანური წყაროები იტყობინებიან, ბოლო დღეებში გულშემატკივართა კლუბმა სახელწოდებით „ულტრა იომუს“ განაცხადა, რომ გააქტიურებას და ჩრდილოეთ ტრიბუნაზე გავლენის დაბრუნებას აპირებს. არადა, ამ კლუბს თავი დაშლილად ჰქონდა გამოცხადებული.
ამასთან დაკავშირებით, ქალაქ ვალენსიას მერმა ჯოან რიბომ კლუბის ხელმძღვანელებს სიმტკიცისკენ მოუწოდა და სთხოვა, რომ თუ „მესტალიაზე“ ულტრა-მემარჯვენე ძალების გააქტიურებას შეამჩნევენ, პოზიციები არ დათმონ.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ „ვალენსიას“ ფეხბურთის კლუბმა ეს საკითხი მოაგვარა. ვფიქრობთ, ასეც უნდა მომხდარიყო. სპორტი ძალადობისა და სიძულვილისგან თავისუფალი უნდა იყოს.
ახლა კლუბს ვთხოვთ, თუ შეამჩნევენ, რომ ხსენებული ბანდები ხელახლა იწყებენ მოქმედებას, განაგრძონ მტკიცე მოქმედება. სპორტი ფუნდამენტური სფეროა. ვალენსია სპორტული ქალაქია და გვიხარია, რომ ჩვენთან ძალადობა დათრგუნულია“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
