
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ორი ბრინჯაოს მედალი შეიმატა – 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კვარცხლბეკზე ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ავიდნენ.
ბრინჯაოს მედალამდე ლიპარტელიანმა ჯერ ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა, შემდეგ იაპონელი კენტერო იიდა, მაგრამ მეოთხედფინალში სერბ ალექსანდრ კუკოლთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც რუს არმან ადამიანს მოუგო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი, ასევე ნიდერლანდელი მიხაელ კორელს მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი, მეექვსე მედალი მოიპოვა.
სულამანიძემ პირველი მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს გზა კი საკმაოდ რთული გამოდგა: საწყის ეტაპზე თურქ მერტ სისმანლარი დაამარცხა, შემდეგ აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, რომელსაც მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი მიაყოლა და მეოთხედფინალში პორტუგალიელ ჯორჯ ფონსეკასთან დამარცხდა. რეპეშაჟში კი, ფრანგი ალექსანდერ იდირს მოუგო. ბრინჯაო კი, კანადელ შადი ალნაჰას დამატებით დროში მოგების შემდეგ ირგუნა.
12 ივნისს ტატამზე მძიმე წონაში მოჭიდავე გელა ზაალიშვილი გავა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
