კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი, 18 წლის ანსუ ფატი შესაძლოა მესამედ დააწვინონ საოპერაციო მაგიდაზე — თავდამსხმელის გამოჯანმრთელების საქმე კარგად ვერ მიდის.
ფატის მენისკის პრობლემა აქვს.
ანსუს შემდგომი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. მანამდე კი ყველაფერი შეიძლება მოისმინოთ, დაწყებული იმით, რომ ფატი მთელ დარჩენილ სეზონს გამოტოვებს და ვერც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, დამთავრებული იმით, რომ მესამე ოპერაციის შეემდეგ ის ერთ თვეში უკვე „კამპ ნოუზე” ირბენს.
იმავე დღეს, როდესაც კატალონიის რადიომ ანსუს შესაძლო ოპერაციის შესახებ გაავრცელა ცნობა, ითქვა, რომ სეზონის ბოლომდე შეიძლება ვერს „ბარსას” კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, 28 წლის ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიუმ ითამაშოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
