ისეც ხდება, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები კომიკურ სიტუაციებში ვარდებიან. ამასთან ისე, რომ შექმნილი სიტუაციები მათივე მენეჯმენტის ბრალია. ერთ-ერთი მათგანი ამსტერდამის „აიაქსი“ გამოდგა, რომელსაც კურიოზი ევროპის ლიგის განაცხადის შევსების დროს დაემართა.
2 თებერვალს ევროპალიგის გუნდებს უეფაში 25 ფეხბურთელით შევსებული სია უნდა გადაეგზავნათ. ცხადია, ეს ამსტერდამელებმაც გააკეთეს, მაგრამ სიაში არ აღმოჩნდა ახალწვეული სებასტიან ალერი, რომელიც „ვესტ ჰემიდან“ 22.5 მილიონ ევროდ შეიძინეს.
ალერმა ერედივიზიონში სულ 6 მატჩი ითამაშა „აიაქსის“ მაისურით და უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო.
გეტყვით იმასაც, რომ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში „აიაქსი“ ფრანგულ „ლილს“ დაუპისრისპირდება. პირველი თამაში სტუმრად 18 თებერვალს უწევს, 25-ში შინ.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
