„ბარსელონა” ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალშია. ხოლო, ვისაც აცილებული პენალტებისა და ზოდადად პრობლემების ამბავი გაინტერესებთ, კითხვა აქ შეწყვიტეთ, — წერს კატალონიური „სპორტი”. „ბლაუგრანამ” სეგუნდა დივიზიონის „კორნელას” დამატებით დროში 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში არ თამაშობდა ლეო მესი, დანარჩენები კი ფანტაზიის გარეშე დარბოდნენ.
ეს გახლდათ მესამე სათასო თამაში, რომელიც „ბარსას” დამატებით დროში გადაუვიდა. რონალდ კუმანის გუნდს სუპერთასის ორივე მატჩში 120 წუთი მოუხდა სირბილი.
ისევე, როგორც „ბილბაოსთან”, შეხვედრის ბედი ამჯერადაც დამატებით დროში გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, მაგრამ იყო დიდი განსხვავება: „კორნელასთან” გოლი, უფრო სწორედ კი გოლები „ბარსამ” შეაგდო.
გარდამტეხი ოსმან დემბელეს გატანილი გოლი გამოდგა. დემბელემ ამ დარტყმაში მთელი გული ჩადო, რადგან ძირითადი დროის მე-80 წუთზე მან პენალტი ვერ გაიტანა, რამონ ხუანმა აუღო, და დანაშაული ჰქონდა გამოსასყიდი.
ეს გახლდათ „ბარსას” მეორე პენალტი. პირველი კუმანის გუნდმა, კერძოდ მირალემ პიანიჩმა, 39-ე წუთზე ვერ გაიტანა. რამონ ხუანმა ამ დარტყმის დროსაც იყოჩაღა.
თუმცა, დებმელეს გოლის დროს „კორნელას” მეკარეს უკეთაც შეეძლო თამაში.
ბოლოს კი მარტინ ბრაიტვაითმა შეაგდო. ამ ეპიზოდში ხუნი ვერაფერს გააწყობდა.
საბოლოო დასკვნა კი მაინც ასეთია: თუ ზაფხულში მესი სხვა კლუბში გადავა, „ბარსელონას” გაცილებით უკეთ დასჭირდება თამაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
