პრემიერლიგის კლუბებში, ფეხბურთელების ჩათვლით, ათ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. სეზონის დაწყების შემდეგ ამდენი დაავადებული ინგლისის უმაღლეს ლიგას არ ჰყოლია. წინა სამი კვირის განმავლობაში ტურიდან ტურამდე სულ სამი-ოთხი შემთხვევა თუ იყო ხოლმე. 21-27 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა 1595 ტესტი, რომელმაც მარტო „ვესტ ჰემში” სამი კოვიდიანი გამოავლინა: მწვრთნელი დევიდ მოიესი და მისი ორი ფეხბურთელი ისა დიოპი...
კლოპმა კინს შეუტია
„ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდასა და ტელეექსპერტ როი კინს მატჩისშემდგომ გადაცემაში შეუტია. მიზეზი: ირლანდილემა კლოპის გუნდის თამაშს „არსენალის” წინააღმდეგ („ლივერპულმა” მოიგო 3:1) „დაუდევარი” უწოდა. როდესაც გერმანელს კინის ნათქვამი გადასცეს, მან ყურებს არ დაუჯერა და ინფორმაციის გადამოწმება ისურვა. კლოპი: „მართლა თქვა, რომ დღეს ჩვენ დაუდევრად ვითამაშეთ? თუ ასეა, ეტყობა სხვა ფეხბურთს უყურებდა, რადგან ჩვენს...
წინ, ევროპიკენ!
8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესიმ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის – ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, რომელსაც 26 მარტს უნდა გამართულიყო. ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ნახევარფინალურია, მოგების შემთხვევაში, ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს საქართველოს ნაკრები თბილისშივე უმასპინძლებს. ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგის C დივიზიონშიც ჩვენს ჯგუფში არის. ერთი თვის წინ, ჩვენებმა თბილისში მიიღეს და ფრედ,...
ცამეტი
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია… უნაი ემერი მწვრთნელის რანგში მეცამეტედ ეწვია „კამპ ნოუს“ და მეცამეტე მარცხი იწვნია. ეს მოხდა ლა ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში – ემერის „ვილიარეალი“ 0:4 განადგურდა „ბარსელონასთან“. ემერი „ვილიარეალს“ სათავეში ამ ზაფხულს ჩაუდგა, თუმც აქამდე „კამპ ნოუზე“ ლონდონის „არსენალის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „სევილიას“, „ვალენსიას“, „ალმერიასა“ და „ლორკა დეპორტივოს“ ჩაყვანა მოუხდა. ყველა შემთხვევაში ემერის...
ბოსტონის ბედი მაიამიზე ჰკიდია
NBA-ს ფინალში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „მაიამი“ ითამაშებენ. „ლეიკერსის“ ამბავი გუშინ გითხარით, ამ დილით კი მაიამელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „ბოსტონ სელტიქსი“ (17 ჩემპიონობა) დასცეს – 125:113 და საერთო ჯამში 4:2 მოიგეს. თუმცა, საინტერესო ის ფაქტია, რომ „მაიმიმ“ სერიაში ჩაგდებული ბურთების რაოდენობით 674:675 წააგო. ბოლო 30 წელიწადში „ჰიტი“ გახდა პირველი...
ხუთი გოლი 400 მილიონად
პირველად მოხდა, რომ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ერთ მატჩში ხუთი გოლი გაუშვა. ეს მოხდა „ლესტერთან“ შეხვედრაში, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ 2:5 წააგო. მსგავსი რამ გვარდიოლას კარიერაში 686 შეხვედრის მანძილზე არ მომხდარა . არადა, რაც „სიტიშია“, გვარდიოლამ მხოლოდ მცველების გადასაბირებლად კლუბს 442,1 მილიონი ევრო დაახარჯინა. ესპანელი მწვრთნელის ნაყიდი მცველების სია ასეთია: ჯონ სტოუნსი (52,3), ბენჯამინ მენდი (57,2), კაილ...
ძალად წააგო ფლიკმა?
იმისათვის, რომ გასული სეზონივით „ტრებლი” გაიმეოროს, „ბაიერნს” 254 დღეში 54 თამაში აქვს ჩასატარებელი, — წერს „შპორტბილდის” ჟურნალისტი მატიას ბრუგელმანი და დასძენს, რომ ეს ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე დაძაბული კალენდარია. „ბაიერნს” ბრუგელმანის აზრით ჰყავს ტოპ-კლასის თოთხმეტი ფეხბურთელი, თუმცა ხშირად გუნდის ძირითად შემადგენლობაში ტოპ-კლასის თერთმეტი ფეხბურთელიც კი ვერ გროვდება. ჟურნალისტის თოთხმეტეული ასეთია: ნოიერი, პავარი, ალაბა, ბოატენგი, ზიულე, დევისი,...
ანსუ! – კუმანის ბრწყინვალე დებიუტი
რონალდ კუმანს „ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ზღაპრული დებიუტი ჰქონდა. „ბარსამ” „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. ამ შეხვედრას ჰყავდა გამოკვეთილი გმირი: ანსუ ფატი! ბიჭუნამ, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და თვრამეტისა 31 ოქტომბერს გახდება, ორი გოლი თავად გაიტანა (პირველი იხ. ვიდეოზე) და ერთიც პენალტი მოიპოვა, რომელიც ლეო მესიმ შეაგდო. მეოთხე გოლი სტუმარმა პაუ ფრანსისკო ტორესმა თავის კარში ჩაჭრა და...
მზადება თვითიზოლაციასთან ერთად
საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ორშაბათიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევლნენ და 11 ოქტომბრამდე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლიან. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთელი ეს პერიოდები ბორჯღალოსნები თვითიზოლაციაში იქნებიან და გარე სამყაროს მოწყდებიან. შესაბამისად, ვარჯიშებიც დახურული იქნება, რათა შოტლანდიაში და „შემოდგომის ერთა თასზე“ გამგზავრებამდე, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი...
რეალი და VAR ერთად ზედმეტია
ესპანური „ბეტისის“ მთვარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ლა ლიგის მესამე ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა მადრიდის „რეალთან“ 2:3 წააგო, კომენტარი გააკეთა. „როდესაც „რეალისა“ და VAR-ის წინააღმდეგ ერთდროულად თამაშობ, უკვე ზედმეტია. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით, გავიტანეთ ორი გოლი და გვქონდა სამი რეალური მომენტი. მერე, განხილვის შემდეგ მსაჯმა თავს უფლება მისცა დაენიშნა პენალტი „რეალის“ სასარგებლოდ და...









