Breaking News

Day: March 11, 2020

საშინაო გადაიდო, ველით ევროპულს???

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა: 1 აპრილამდე მისი ეგიდით გამართული ყველა ტურნირი შეჩერებულია. გადაწყვეტილება ლოგიკურია და სრულად ჯდება ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო კონტექსტში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფედერაციის გვერდით ვართ, მაგრამ ბელარუსთან სანაკრებო მატჩის ამბავი ისევ ჰაერშია გამოკიდებული. ქართველი ქომაგისთვის, ეს კონკრეტული და მომდევნო კიდევ ერთი მატჩი, რომელიც იმედია იქნება, ალბათ, უფრო მეტია, ვიდრე მთელი გასული 30…

Read more

უჯანოოდ

ჯანო ანანიძე კვიპროსზე, ანორთოზისში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოსკოვის სპარტაკიდან გადაბარგდა. თემურ ქეცბაიას გუნდის რიგებში მან სულ შვიდჯერ ითამაშა და… დაშავდა… თან რა დროს… ჯანომ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და თვენახევარი მოუწევს დასვენება, რაც ნიშნავს, რომ ის საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში, 26 მარტს ბელარუსთან ვერ ითამაშებს სიტყვამ მოიტანა და, საქართველო – ბელარუსის მატჩი შესაძლოა…

Read more

კორონავირუსი: პრეზიდენტს კი, მბაპეს – არა

უკვე დადასტურდა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული ბერძნული ოლიმპიაკოსის პრეზიდენტი ევანგელოს მარინაკისი. მას ვირუსი გუშინ დაუდგინეს და იმის შიშით და ვარაუდით, რომ ის 13 დღის წინაც დაავადებული იქნებოდა, პრემიერლიგის სიტი – არსენალის მატჩიც გადაიდო. საქმე ის გახლავთ, რომ ორი კვირის წინ არსენალმა ევროპა ლიგის საპასუხო მატჩში სწორედ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა, იქ კი მარინაკისს არსენალის რამდენიმე ფეხბურთელთან ჰქონდა პირდაპირი…

Read more

ჩაკეტილს შეწყვეტილი სჯობიაო

სამშაბათ დილას, ესპანეთის საფეხბურთო იერარქიის უმაღლესი და ზემოდან მეორე დივიზიონის კლუბებს გამოუცხადეს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მაყურებლის გარეშე მოუწევთ თამაში. მიზეზი ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიაა. ახალი გრიპის გამო „ბებერი კონტინენტის” ბევრ ქვეყანაში სპორტული შეჯიბრებები ან შეწყდა, ან გულშემატკივრისთვის ჩაიკეტა. ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ თუ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება სთხოვს, ის მზად არის ჩემპიონატი…

Read more

მოურინიუ მოურინიუზე…

ინგლისური „ტოტენჰემის“ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს საკუთარი საფეხბურთო კარიერა შეახსენეს და მანაც ჩვეული პირდაპირობით გასცა პასუხი. – ბალტიმარ ბრიტომ ინტერვიუში ბრძანა, ჟოზე, როგორც ფეხბურთელი, აუტანელი იყოო. თურმე გამუდმებით წუწუნებდით და ზარმაციც იყავით… – ფეხბურთელი მოურინიო? თითოეული სიტყვა სიმართლეა. – რას მოუხერხებდა მწვრთნელი მოურინიო ფეხბურთელ მოურინიუს? – მარტივი გამოსავალია: ის ჩემს გუნდში ვერასოდეს ითამაშებდა. – ტრანსფერზე დააყენებდით?…

Read more

ვინ მოისაქმა ტერის საძინებელში?

„ჩელსის” ლეგენდა ჯონ ტერი 5,5 მილიონ გირვანქად ღირებულ სახლ-კარს ყიდის. მიზეზი: ეს სახლი გაძარცვეს, რის მერეც ინგლისელი ვეტერანის მეუღლე ტონის იქ ცხოვრება ზარავს. როდესაც ცოლ-ქმარი ზამთრის რომელიღაც კურორტზე ერთობოდა, მათ საცხოვრებელში ოთხმა მძარცველმა შეაღწია, საძინებელში მოისაქმა და ხელს 400 000 გირვანქის სამკაული გააყოლა. 39 წლის ვეტერანის (დღეს „ასტონ ვილაში” მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს) მეგობარმა თქვა: „სახლი ოჯახს იმ…

Read more