სიგიჟეა, აბა რა, ის, რასაც ამ ვიდეოზე ხედავთ: მთელი რიო ქუჩაშია გამოფენილი.
ამბავი კი ასეთია: ბრაზილიის ყველაზე პოპულარული კლუბი „ფლამენგო“ ბოლო 38 წელიწადში პირველად, ლიბერტადორესის თასის ფინალში გავიდა და იქ არგენტინული „რივერ პლეიტი“ დაამარცხა. ევროპული ჩემპიონთა ლიგის სამხრეთამერიკული ანალოგის ფინალური შეხვედრა პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართა. “ფლამენგომ” 2:1 მოიგო.
სათქმელია ისიც, რომ პირველად ბევრი წლის განმავლობაში, ფინალი ერთმატჩიანი იყო. იქამდე, ფინალისტები ორი მატჩის ჯამში არკვევდნენ გამარჯვებულის ვინაობას.
და თუ რიოში ზეიმია, ბუენოს აირესში იმედგაცრუება სუფევს: რივერელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ – ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს და 89-ე წუთამდე ტაბლოზე ეს ანგარიში ეწერა. ძირითადი დროის ბოლოსწინა წუთზე კი გაბრიელ ბარბოზამ, რომელსაც „გაბიგოლის“ სახელითაც იცნობენ, ანგარიში ჯერ გაათანაბრა, მეორე წამატებულზე კი მეორეც გაიტანა.
„ფლამენგოს“ ლიბერტადორესის თასი ბოლოს 1981 წელს ჰქონდა მოგებული.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
