საქმე ეხება ლეგენდარული სტივენ ჯერარდის ბიძაშვილს, 18 წლის ბობი დანკანს, რომელიც ერთი წლის წინ „მანჩესტერ სიტიდან” „ლივერპულში” გადავიდა. მერსის პირას დანკანმა ახალგაზრდულ გუნდში 20 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, კიდევ 6 საგოლე პასი ჩააწოდა, მაგრამ… უკმაყოფილოა. როგორც ჩანს, ძირითად გუნდში თამაშზე ჰქონდა პრეტენზია.
დანკანის უკმაყოფილების შესახებ სოციალურ ქსელიდან გახდა ცნობილი. ამის თაობაზე პოსტი ფეხბურთელის მრჩეველმა საიფ რუბიმ დაწერა. მართალია, რუბიმ თავისი ნაწერი მალევე წაშალა, მაგრამ საფეხბურთო საზოგადოებაში ხმაურის გამოწვევა მოასწრო. რუბი „ლივერპულს” პირობის გატეხვაში, უტიფრობასა და ბულინგშიც კი სდებდა ბრალს.
„კლუბს უნდა, რომ დანკანი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დაიტოვოს, — წერდა მრჩეველი, — პასუხად ბობი ოთხი დღის განმავლობაში ოთახიდან არ გამოდიოდა. „ლივერპულის” ხელმძღვანელებმა მოთამაშის პროტესტს ყურადღება არ მიაქციეს. მეტიც, ისინი იმდენად შორს წავიდნენ, რომ ფეხბურთელს წერილობით მიმართეს — დაგსჯით და იანვრამდე აქ დაგტოვებთო”.
საინტერესოა, რომ ზაფხულში ბობი დანკანი იურგენ კლოპთან და მთავარ გუნდთან ერთად აშშ-ში გახლდათ სეზონისწინა შეკრებაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, დიდ ასპარეზზე მაინც არ გაუშვეს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რუბიმ თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის ძებნა დაიწყო, ოღონდ როგორც ვთქვით, პრობლემას წააწყდა: არავის მოუნდა „ლივერპულისთვის” სასურველი თანხის გადახდა ფეხბურთელში, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.
შარშან, მერსისაიდელებმა „მანჩესტერ სიტის” დანკანში 200 000 გირვანქა გადაუხადეს. ამ ზაფხულს, „ლივერპულის” დირექტორებმა 1,5 მილიონზეც კი უარი თქვეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
