პოპ მუსიკის დიდი ვარსკვლავი სერ ელტონ ჯონი კვირას „უოტფორდის” მიერ „ტოტენჰემის” 2:1 ძლევას დაესწრო. პაპარაცებმა 71 წლის ლეგენდა მაშინ გადაიღეს, როდესაც მისი 5 წლის ვაჟი ელაია უოტფორდელთა მიერ ანგარიშის გაქვითვას ზეიმობდა.
ოთხი ტურის შემდეგ „უოტფორდი” ოთხი გამარჯვებით მესამე ადგილზეა და „ლივერპულსა” და „ჩელსის” მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება — ასეთი წარმატებული სტარტი სერ ელტონის საყვარელ გუნდს 30 წელიწადია არ ჰქონია.
დირექტორთა ლოჟაში ელაიასთან ერთად თამაშს მისი უფროსი ძმა, 7 წლის ზაქარიც ესწრებოდა. ზაქარი „უოტფორდის” სკოლაში ფეხბურთზე დადის და როგორც სერ ელტონის ქმარი (რაც „სანში” წერია, სიტყვასიტყვით ვთარგმნეთ) დევიდ ფარნიში ამბობს, მთელი სულითა და გულით საყვარელ თამაშშია ჩაფლული.
შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონი ბავშვობიდან „უოტფორდის” გულშემატკივარი იყო. ის ორჯერ, 1976-87 და 1997-2002 წლებში კლუბის თავმჯდომარეც კი გახლდათ. ახლა მომღერალი კლუბის საპატიო პრეზიდენტი გახლავთ და „ვიქეიჯ როუდზე” ერთი ტრიბუნა მის სახელს ატარებს.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
