პოპ მუსიკის დიდი ვარსკვლავი სერ ელტონ ჯონი კვირას „უოტფორდის” მიერ „ტოტენჰემის” 2:1 ძლევას დაესწრო. პაპარაცებმა 71 წლის ლეგენდა მაშინ გადაიღეს, როდესაც მისი 5 წლის ვაჟი ელაია უოტფორდელთა მიერ ანგარიშის გაქვითვას ზეიმობდა. ოთხი ტურის შემდეგ „უოტფორდი” ოთხი გამარჯვებით მესამე ადგილზეა და „ლივერპულსა” და „ჩელსის” მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება — ასეთი წარმატებული სტარტი სერ ელტონის საყვარელ გუნდს [...]
