მოსკოვში, ფიფას კონგრესზე, გადაწყდა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ერთად უმასპინძლებენ მექსიკა, აშშ და კანადა. ამ გადაწყვეტილებამ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონა ირონიული კომენტარის გუნებაზე დააყენა. ლათინურ ამერიკაში არის ტელეკომპანია Telesur, სადაც დიდმა დიეგომ თქვა:
„კანადელები აშკარად კარგი მოთხილამურეები არიან… ამერიკელებს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩების ოთხ 25 წუთიან პერიოდებად დაყოფა უნდოდათ, ასე მეტ რეკლამას ჩავტევთო. მათი ჭკუით თამაში 100 წუთიანი უნდა გამხდარიყო. მექსიკას კი მუნდიალი უბრალოდ არ ეკუთვნის. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ ორ თამაშს იგებს. ჩვენ მასპინძლების რანგში ბრაზილია და გერმანია ვნახეთ და მათაც კი ვერ შეძლეს შინ ჩემპიონები გამხდარიყვნენ”.
მარადონას გულისწყრომის მიუხედავად 2026 წელს, პირველად ფეხბურთის ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონატს ერთდროულად სამი ქვეყანა უმასპინძლებს. ასევე, ფინალურ ეტაპზე პირველად მიიღებს მონაწილეობას 48 გუნდი.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
