![]()
წუხელ „იუვემ“ და „ტოტენჰემმა“ საბრძოლო 2:2 რომ ითამაშეს, გასაოცარი არაფერია. ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიას ორი საოცარი რეკორდით შემორჩება.
სასტარტო სასტვენიდან სულ რაღაც 8 წუთი და 7 წამი იყო გასული, იტალიელთა შემტევმა გონსალო იგუაინმა დუბლი გაიფორმა. აქამდე რეკორდი იტალიურივე „ინტერის“ მეგოლე ხულიო კრუსს ეკუთვნოდა, ვინაც 11 წლის წინ მოსკოვის „სპარტაკს“ ორგოლიანი ფოკუსი 8 წუთსა და 30 წამში ჩაუტარა.
წუხელ რეკორდი სტუმართა მეგოლემაც მოხსნა – ჰარი კეინამდე ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო 9 შეხვედრაში 9 გოლი არავის გაეტანა. ექსრეკორდსმენ სიმონე ინძაგის თავის დროზე 9 გოლისთვის 10 მატჩი დასჭირდა.
მშრალი ფაქტი: ლიგის სადებიუტო 9 შეხვედრაში მესიმ სულ ორჯერ გაიტანა, რონალდუმ – ვერც ერთი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
