ჭდე: 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები

Home 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები
20-წლამდელთა მსოფლიო: მაკლაფლინი თუ ცირეკიძე?
ჩანაწერი

20-წლამდელთა მსოფლიო: მაკლაფლინი თუ ცირეკიძე?

შაბათს, 29 ივნისს საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები მორიგ მსოფლიო ჩემპიონატში ჩაებმება. 18:30-ზე დაიწყება მატჩი იმცროს ბორჯღალოსანთა და ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებს შორის. ქართველი 20-წლამდელები მეექვსედ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში და მათი უმაღლესი მიღწევა შარშანდელი მე-8 ადგილია. წლევანდელი პირველი მეტოქე ავსტრალია იმ იშვიათ გუნდთაგანია, რომელსაც ქართველები დღემდე არასდროს შეხვედრიან. ამდენად, მეტოქეები ერთმანეთს ნაკლებად იცნობენ, თუმცა...

როცა ზელანდიასაც ძაბავ
ჩანაწერი

როცა ზელანდიასაც ძაბავ

დიახ, ქართველმა ჭაბუკებმა თავი არც ახალზელანდიელ თანატოლებთან შეირცხვინეს და მართალია, 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-7 ადგილისთვის მატჩში „ბეიბი ბლექსმა“ უმცროსი ბორჯღალოსნები საბოლოოდ 50:26 დაამარცხა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობისას ისეთი მომენტი იყო, როცა სამხრეთელთა მწვრთნელები სერიოზულად შეწუხდნენ. ლადო კილასონიას ბრწყინვალე გუნდი ავტორიტეტებს რომ არ სცნობს, ეს ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე გამოჩნდა. ე. წ. გასახურებელ მატჩში...

ექვსგზის ჩემპიონთან შესახვედრად
ჩანაწერი

ექვსგზის ჩემპიონთან შესახვედრად

14 ივლისს სრულდება გლობალური ღონისძიება, რომელიც სრულიად საქართველოს ყურადღების ცენტრში მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო და რომელმაც სიამოვნებისა და სიამაყის უამრავი წუთი განაცდევინა. პარასკევს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებების შეხვედრა, რომელშიც გათამაშდება ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე-მერვე ადგილები და ამით დაესმება წერტილი ლადო კილასონიას გუნდის სამხრეთაფრიკულ თავგადასავალს. სასიამოვნო...