ერიკ ტენ ჰაგმა „აიაქსს” ერედივიზიონის ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და დაემშვიდობა. ამსტერდამის სახელოვანმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში 5:0 მოუგო „ჰეერენვენს”. „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალ მწვრთნელს ამ შეხვედრაში სამი ქულა სჭირდებოდა, რათა „ეინდჰოვენისთვის” მიუწვდომელი გამხდარიყო. ახლა, ნიდერლანდების ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე „აიაქსს” მდევარზე 4 ქულით მეტი აქვს და საქმე დამთავრებულია. ერედივიზიონიდან ჩემპიონთა ლიგის საგზურს პირველი ორი გუნდი...
