ესპანური საიტის superdeporte-ს ჟურნალისტი პაბლო ლეივა წერს, რომ „ვალენსიას” სატრანსფერო ზაფხული იმაზე გაცილებით გრძელი გამოვა, ვიდრე ელოდნენ. ავტორის ყურადღების ცენტრში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომლის ფასი „ვალენსიას” სინგაპურელმა მეპატრონეებმა ისე გაზარდეს, რომ ინგლისურმა „ნიუკსლ იუნაიტედმა” უკან დაიხია. არადა, „ნიუკასლი” გიორგის გადაბირებით კარგა ხანია დაინტერესებულია. მართალია, ავტორის აზრით ინგლისური კლუბის ეს უკანდახევაც შესაძლოა ვაჭრობის შემადგენელი ნაწილი...
