გთავაზობთ, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შესარჩევი შეხვედრის მიმოხილვის ფრაგმენტს. ეს მიმოხილვა ესპანურ გაზეთ AS-ს ეკუთვნის და ჩვენ მისი ის მონაკვეთი გადმოვაქართულეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ეხება. „…პირველი უსიამოვნება დასაწყისშივე მე-6 წუთზე მოხდა, როდესაც დიეგო ლორენტემ ყვითელი ბარათი მიიღო. კვარაცხელიასთან ერთი-ერთზე დარჩენილმა, მეტოქის გასაჩერებლად ბლოკირების ხერხს მიმართა. კლდესავით იდგა კანკავა, რომელსაც საქართველოს გუნდი ეყრდნობა. ამჯერად, მას მეწყვილედ...
ჭდე: ხვიჩა კვარაცხელია
მარკა: ამ დროისთვის თამაში დანის პირზე მიდიოდა…
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე”, ფიფას 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის შეხვედრაში, დანი ოლმომ მეორე ტაიმის ბოლოს, მეორე წამატებულ წუთზე გატანილი გოლით ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან დრამატული გამარჯვება მოუტანა. სანამ ოლმო გაიტანდა და იმედს გადაარჩენდა, ესპანეთი შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე 1:1-კენ მიდიოდა. ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ქართველებმა გახსნეს,...
კლასი, ბიძიკო, კლასი
საქართველომ პირწმინდად წააგო! ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, შვედებს რვა გოლის გატანა რომ დასჭირვებოდათ, რვას გაიტანდნენ… აშკარა იყო კლასში სხვაობა და არა მხოლოდ… ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველომ პირველად ითამაშა და გარკვეული სიახლეებიც გამოჩნდა. თუნდაც შემადგენლობაში ვილი სანიოლმა განაპირა მცველებად დებიუტანტები დააყენა – გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ გიორბელიძე. სამი ნომინალური საყრდენით კი შუა ხაზში უპირატესობის მოპოვება სცადა. რა...
რუბინმა ხვიჩას ფასი დაადო
ყაზანის „რუბინი“ არ არის წინააღმდეგი, წლეულსვე გაასხვისოს ხვიჩა კვარაცხელია, თუკი მსურველი კლუბი არანაკლებ 15 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ შემთხვევაშიც კი „რუბინი“ აუცილებელ პირობად ითხოვს პროცენტის დათქმას მისი მომდევნო ტრანსფერიდან. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ყაზანელთათვის კონკრეტული შეთავაზებით არავის მიუმართავს. იყვნენ დაინტერესებული მხარეები, მაგრამ ეს კლუბები არც იტალიის და არც ევროპის ტოპ-5 სხვა ჩემპიონატის ლიდერთა შორის არ არიან....
კვარაცხელია გატუზოს თვალში
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, იტალიურ „ნაპოლიში“ აღმოჩნდეს. მართალია ეს ჯერ მხოლოდ მოარული ამბავია, მაგრამ მთავარია, საქმე დაიძრა. როგორც ცნობილი ხდება, საუბარი ფინანსურ დეტალებზეა – „რუბინი“ 19 წლის ქართველ ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს ითხოვს. იტალიელებს კი თანხა ეძვირებათ და 5 მილიონით ნაკლების გადახდას ეშურებიან… შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მიმდინარე სერია A-ს 19...
დიდხანს გვემახსოვრები…
ის, რაც „დინამო არენაზე“ მოხდა, დიდი ხანი არ დაგვავიწყდება. მიზეზი მარტივია – ასეთი შანსი ჩვენ დიდი ხანი აღარ გვექნება და გასახსენებლადაც 2020 წლის 12 ნოემბერი დაგვრჩება. არც თუ კარგ გასახსენებლად… ყველაფერი 1994 წლის 7 სექტემბერს დაიწყო, მოლდოვასთან მატჩი 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის იყო. უიღბლოდ დაიწყო – მოსაგები წავაგეთ და ევროპირველობაზე გასვლის შანსი პირველივე...
კორონა საქართველოს ნაკრებში
ცუდი ამბავი საქართველოს ნაკრებიდან. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდს გამოაკლდნენ ხვიჩა კვარცხელია და ლევან შენგელია. დღევანდელი კოვიდ-ტესტებისას ორივე ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ისინი იზოლაციაში გადავიდნენ… აქვე, უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას: „საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად...
დიდი კაცების ფეხბურთი
დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ნიჭი არ კმარა. არც შრომისმოყვარეობაა საკმარისი. კიდევ რაღაც არის საჭირო, რაც მაგარ ფეხბურთელს მაგარ კაცად აქცევს. ხვიჩა კვაეაცხელიას ტალანტზე დღეს ყველა მსჯელობს, ვისაც არ ეზარება და ერთი ხანობა იმის საფრთხეც იყო, ვარსკვლავური სენი არ შეყროდა. თქვენც არ მომიკვდეთ! ამ ყმაწვილმა ბიჭმა ერთი საქციელით მეტოქე ფეხბურთელების და ქომაგების გული ერთბაშად მოიგო. ტულის...
დორტმუნდი: ჯერ აგენტი, მერე ხვიჩა
დღეს რუსულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ „დორტმუნდში“ შესაძლო გადასვლის თემა აიტაცა. ცხადია, ასეთი ხმები ბევრია, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო სერიოზულად ჩანს. „გუნდი კვარაცხელიას პირველად არ აკვირდება, მაგრამ ამჯერად ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, დაგვჭირდება ფიფას ავტორიზებული აგენტი, რომელიც კლუბის მხრიდან მის რუსულ წარმომადგენელთან იმუშავებს (დღეს მამუკა ჯუღელია). მეორეც, „დორტმუნდმა“ უნდა გაყიდოს...
პარადოქსი და ვაისი
გულდასაწყვეტიაო, რომ ვთქვათ, არაფერი გამოვა ნათქვამი. ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები მოსაგებს ბოლო სამ წუთში ატანს ქარს. შეიძლება მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. მით უმეტეს, კაცნაკლულ მეტოქესთან. ვლადიმირ ვაისმა მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ ისედაც ბევრ კითხვას გასული ერთი კვირის განმავლობაში ძახილის ნიშანი დაუსვა. სამი შეხვედრა. სამი მეტოქე. სამივე ანტიფეხბურთის კი არადა, საერთოდ ვერ...









