იაპონიაში, კუმამოტოს „პარკ დოუმზე”, ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის მთავარ ეტაპზე II ჯგუფის ჯერი დადგა. დღეს I ჯგუფი ისვენებდა. ხსენებულ ჯგუფებში ექვს-ექვსი გუნდია, რომელთაც ქულათა გარკვეული რაოდენობა პირველი ეტაპიდან წამოჰყვათ — გააჩნია, ვინ როგორ ითამაშა იმ ორ თანაჯგუფელთან, მეორე ეტაპზე მათთან ერთად რომ გადავიდა. დღის პირველ მატჩში რუსეთი მონტენეგროს შეხვდა. აქამდე რუსები მხოლოდ მოგებებით მოდიოდნენ...
ჭდე: ხელბურთი
დიდი ბრძოლების ჯგუფი
ყოჩაღ, სერბეთს! ბალკანეთის გუნდმა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის მეორე ეტაპი 0 ქულით დაიწყო (ანუ, პირველი ეტაპიდან ქულა არ გადმოჰყოლია), მაგრამ გარდაისახა, ფარული ძალები მოიკრიბა და უკვე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. სერბეთი მეორე ანუ მთავარი ეტაპის I ჯგუფშია, სადაც დღეს გერმანიას შეხვდა და უკიდურესად დრამატურლ მატჩში 29:28 მოუგო. დაძაბულობა თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ: 60 წუთიანი...
მთავარი ეტაპი წამოღებული და შეძენილი ქულებით
ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ორ ჯგუფად დაყოფილი პირველი 12 გუნდი (სამ-სამი პირველი რაუნდის ოთხი ჯგუფიდან) ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას, დანარჩენები კი 13-24 ადგილებს გაითამაშებენ. იმ ოთხეულის გამარჯვებულს, რომელიც 13-16 ადგილებისთვის თამაშობს (ანუ, მე-13 ადგილზე გასულს) „პრეზიდენტის თასის” მფლობელი დაერქმევა. ჩვენ ზედა თორმეტეულს ანუ მთავარ შეჯიბრებას გავყვეთ. ყველაზე ადრე...
სიხარულისა და ცრემლის ტური კუმამოტოს პროვინციაში
დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს პრეფექტურის ჯიმნაზიუმში, ტიტულისთვის ბრძოლას მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გამოკლდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგები ევროპის ჩემპიონებიც არიან, მაგრამ ვაგლახ, მრისხანე ტიტულებმა საქმეს ვერ უშველა. ფრანგები B ჯგუფში გამოდიოდნენ, სადაც ბედმა თავიდანვე ბოროტად იხუმრა და ექვსი გუნდიდან ხუთი ყოფილი ჩემპიონი შეჰყარა. მე-5 ტურში საფრანგეთმა 18:20 წააგო დანიასთან და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა....
სხვა გეგმის დღე იაპონიაში
დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს „აკვა დოუმში”, გაიმართა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფის თეორიულად უმნიშვნელოვანესი მატჩი თანაბარქულიან სერბეთსა და ჰოლანდიას შორის. მიმდინარე ჩემპიონატში, ერთმანეთთან შეხვედრამდე, ორივემ ერთხელ წააგო და ორჯერ გაიმარჯვა, მაგრამ… სერბეთმა აშკარად სხვა გეგმა არჩია: ჰოლანდიელებთან შეხვედრაში ძალა დაზოგა და ხვალ სლოვენიას გაუმართავს სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლას. შეხვედრა დასრულდა 23:36 ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით, რომელსაც ხვალ არც მეტი-არც ნაკლები...
ქუთაისი, ბათუმი და სხვები
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები. ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ბათუმის BSB-მ პირველ დღეს დაამარცხა „გორი” (52:30), მეორე დღეს კი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „პეგასი” – 40:35. ლიდერმა, „ქუთაისმა” ჯერ მოუგო „პეგასს” 40:35, შემდეგ კი „გორს” – 62:42. წლის ბოლომდე სათამაშოა კიდევ ორი ტური. პირველი წრე გაგრძელდება 10-11 დეკემბერს თბილისში და დასრულდება...
როგორ გავიდეთ ხუთი მსოფლიო ჩემპიონის ჯგუფიდან
იმის თქმა, რომ საფრანგეთმა მსოფლიოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატზე ასპარეზობა კარგად ვერ დაიწყო, ფაქტობრივად არაფრის თქმას ნიშნავს. პირველ ტურში მათ კორეასთან წააგეს, მეორეში კი ბრაზილიასთან ფრედ ითამაშეს — ამ თამაშის შემდეგ „ლურჯების” მწვრთნელი ოლივიე კრუმბჰოლცი ამბობდა, ბოლო ორ წუთში წაგებაც შეგვეძლოო. და ასეთი სტარტის შემდეგ ფრანგებისთვის ცხადი გახდა, რომ ეგრეთწოდებული „სიკვდილის ჯგუფიდან” მთავარ რაუნდში გასვლა უკიდურესად...
გამარჯვება19 წლის შემდეგ
ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მთავარ შეხვედრად B ჯგუფის მატჩი იყო მიჩნეული: კუმამოტოს პრეფექტურის ჯიმნაზიუმში ერთმანეთს პირველ ორ ტურში დაუმარცხებელი დანია და გერმანია დაუპირისპირდნენ. მესამე ტურისთვის ამ ჯგუფში დაუმარცხებელი იყო კიდევ ერთი ნაკრები — სამხრეთ კორეა, რომელსაც დანიასთან ფრე ჰქონდა ნათამაშები. საინტერესო ფაქტი: გერმანელები დანიას ბოლო 19 წლის განმავლობაში ვერ უგებდნენ, ასე რომ შეხვედრა...
სლოვენია ერთ ტაიმს ეყო
ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღის მთავარ მატჩად სლოვენიელთა და ნორვეგიელთა შეხვედრას იმიტომ მიიჩნევდნენ, რომ აინტერესებდათ, შეძლებდა თუ არა სლოვენიელთა მზარდი გუნდი ძლიერი მეტოქის დამარცხებას. დამარცხებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ A ჯგუფის ეს შეხვედრა იმით აღმოჩნდა საყურადღებო, რომ ნორვეგიელებს ჩამორჩენის შემოტრიალება მოუხდათ, რაც ამ გუნდისთვის უჩვეულოა. სლოვენიელებმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში იყოჩაღეს, მაგრამ სკანდინავიელებმა მაინც შეძლეს შესვენებაზე უპირატესობით გასვლა...
ერთი ქალის შოუ
სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ტეტს-ტურნირზე ფრანგ ქალ ხელბურთელთა ნაკრებმა ბრაზილიელებს იოლად მოუგო — 33:22. დღეს, ქალაქ იამაგას „ოვეროლ ჯიმნაზიუმში”, მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრაში, მაყურებელმა სულ სხვა სურათი იხილა. იმავე გუნდებმა იმდენად თანაბრად ითამაშეს, რომ ბოლო წუთებში თავისუფლად შეიძლებოდა ფრანგებსაც მოეგოთ და ბრაზილიელებსაც. საბოლოოდ, მატჩი დამთავრდა 19:19, თუმცა ეს ფრე...









