ევროთასები „მოვილიეთ“ და კვლავ შინაური ჩემპიონატის დრო დადგა. სამწუხარო ტრადიცია მკვიდრდება ბოლო წლებში – კონტინენტურ შეჯიბრებში აგვისტომდე ვერცერთი ქართული კლუბი აღწევს და ისევ ბუნდოვანი უკეთესი მომავლის იმედად ვრჩებით. ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ კი ეროვნული ლიგა 21-ე ტურით განახლდა. ჩემპიონობის ორივე მთავარმა მაძიებელმა – „ბათუმმა“ და „დინამომ“ გაიმარჯვა და მათ ერთმანეთს ისევ 9 ქულა აშორებთ. ცენტრალური მატჩი...
ჭდე: ფლამარიონი
ჩემპიონმა იჩემპიონა
პირველად, ათი წლის შემდეგ ტური „გაგრა“ – „საბურთალოს“ შეხვედრით გაიხსნა. თამაში „დინამო არენაზე“ გაიმართა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის საშინაო მატჩებს „გაგრა“ სწორედ ქვეყნის მთავარ სტადიონზე ჩაატარებს. ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გაგა კირკიტაძის ბიჭებმა იყოჩაღეს. ერთადერთი გოლი ლუკა ნოზაძემ გაიტანა პირველი ტაიმის მოწურულს. ეს გაგრელთა პირველი გამარჯვება გახლდათ ელიტაში ათწლიანი არყოფნის შემდეგ. ტორპედო „დინამოსთან“ პირველ ტურში შერცხვენის...
ექვსქულიანამდე სამქულიანი…
მაშ ასე, ბოლო, ეროვნული ლიგის მეოთხე წრეც დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც კიდევ უფრო დაიძაბა. თბილისის „დინამომ“ მოულოდნელად გასავარდნ ზონაში მყოფ „სიონთან“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. არადა, თითქოს თბილისელთათვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ნახევარი საათის თავზე, გიორგი კუხიანიძემ თავურით ანგარიში გახსნა. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ სიზუსტე არ ეყოთ. ბოლო წუთები კი ფელის ვისენტეს შეგირდებისთვის საბედისწერო...
ქულა-ქულის ამბავი
მესამე წრის ბოლოსწინა ტურში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. მომგებმა მოიგო. თუმცა საჩემპიონო ბრძოლა სულ უფრო იძაბება და როცა „საბურთალო“ – „დინამო“ გამოტოვებულ მატჩებს ითამაშებენ, ვფიქრობთ, ვითარება უფრო დაიძაბება. მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ეტყობა ნელ-ნელა ივიწყებს „არარატ არმენიას“ კოშმარს და ყალიბში დგება. ყოველ შემთხვევაში, „სიონთან“ მათ ძველებურად ყოჩაღად ითამაშეს და უპრობლემოდ გაიმარჯვეს. „ბათუმი“ – „ლოკომოტივის“ მატჩის გმირ-ანტიგმირი ვლადიმერ...
რატომ გაბრაზდა სოსო?!
სანაკრებო პაუზის წინა ტურს, სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. ლიდერი კვლავ ბათუმის „დინამოა,“ მას კვალში თბილისელი თანაკლუბელები მიჰყვებიან, მესამეზე კი „საბურთალოა,“ რომელიც პირველადგილოსან „ბათუმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ,“ „ჩიხურას“ კოხრეიძის გოლით 1:0 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპვა. „ჩიხურა“ კი საკმაოდ ჩამორჩა საპრიზო ადგილების ზონას. ამიტომ იყო თუ...
ფრე და ფრე
კვირას, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ ისევ გალიდერდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი აუტსაიდერი „რუსთავი“ ვერ დაამარცხა. დინამოელები 2:0 უგებდნენ მეტოქეს, შენგელიას და განსაკუთრებით ნინუას ულამაზესი გოლებით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „რუსთავი“ ბექა ქავთარაძემ გადაარჩინა. ბექამ დუბლი მიითვალა და მატჩი ფრედ დასრულდა. ეს 30-ე დუბლი გახლდათ სეზონში. „დინამომ“ კი ეროვნულ ლიგაში ცხრამატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და გალიდერების შანსიც ხელიდან...
ნიკოლაი
საქართველოში წვიმს. ფეხბურთელებმაც ეროვნულ ლიგაში ამინდს მხარი აუბეს და გოლების წვიმა მოიყვანეს. მე-11 ტურის სამ შეხვედრაში 16 გოლი გავიდა, რაც სეზონის რეკორდს უმიზნებს. (ჯერჯერობით ყველზე მეტი გოლი მე-5 ტურშია გასული – 18). 60 დღე ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში გაიმართა. მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ სტადიონზე რემონტია და ქუთაისელები საშინაო შეხვედრებს მახლობელ ქალაქებში მართავენ. მანამდე სამი მატჩი სამტრედიის „ეროსი...





