იანვრის ბაშოს მეოთხე დღეს სუმოს სამყაროსთვის გამოსარჩევი იყო. ყველა დასამახსოვრებელი და ლამაზი გამარჯვება ხომ თვალწინ გვიდგას, ენჰოსთან თავის დროზე გაგამარუმაც გაგვახარა, დღეს კი მასთან ასეთივე ბრწყინვალე ტოჩინოშინი იყო. ქართველმა გოლიათმა მაკუუჩის (სუმოს უმაღლესი დივიზიონი) ყველაზე მსუბუქწონოსანი რიკიში ხელებში აიტაცა და დოჰიოდან გადადგა. ამ კიმარიტეს (ილეთს) ცურიდაში ეწოდება და სუმოს სამყაროში უიშვიათესია. ლევანი მოწინააღმდეგეებს ასე ხშირად ანადგურებს, რის...
