ჭდე: უჩა ჭეიშვილი

Home უჩა ჭეიშვილი
3 ლელო და პრო 2დ
ჩანაწერი

3 ლელო და პრო 2დ

საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო დივიზიონ პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გავიდა – მის დასრულებამდე 3 ტურიღა დარჩა და სეზონის ამ მონაკვეთზე ქართველთა აქტიურობამაც მოიმატა. 27-ე ტურში 20-მა ჩვენებურმა იასპარეზა, რაც ბოლო პერიოდის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგრამ 3 ქართული ლელო ერთ ტურში ბოლოს როდის დაიდო, ამის გახსენება უფრო რთულია. „ორიაკმა“ ლიგაში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდა, ვეღარც პლეი-ოფისკენ...

ჩვენები საფრანგეში: ბიარიცი გავარდა, სხვები გასარკვევია
ჩანაწერი

ჩვენები საფრანგეში: ბიარიცი გავარდა, სხვები გასარკვევია

მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის, საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორად ორი ტური დარჩა და თანდათან სულ უფრო მკვეთრი ხდება ამ ტურნირის შედეგების კონტურები. გასულ უქმეებზე გამართულ 7 მატჩში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ცხადია, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ჩვენს ინტერესს ტოპ 14-ისადმი. ცხრილის სათავეში 24-ე ტურის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა და ამ ეტაპზე დასკვნების...

ევროთასები და ზუზუს ლელო
ჩანაწერი

ევროთასები და ზუზუს ლელო

გასულ უქმეებზე ევროპული რაგბი სათასო ტურნირებმა მოიცვა. ჩემპიონთა თასზე ხუთმა ქართველმა ითამაშა. „ლა როშელი“ ბორდოს ესტუმრა და 31:12  მოიგო. გამარჯვებულთა შორის ბოლო 16 წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა. პარიზში საფრანგეთის დედაქალაქის დერბი შედგა რომელშიც მასპინძლის როლში მყოფმა „სტად ფრანსემ“ „რასინგ-92“-თან 9:22 დამარცხდა. პირველის შემადგენლობაში მე-60 წუთზე ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე გამოჩნდნენ, ხოლო მეორეს სასტარტოში გურამ...

გაგიჟდნენ!
ჩანაწერი

გაგიჟდნენ!

უკეთესად ვერც დაახასიათებ მორაგბე ქართველ ლეგიონერთა ბოლოდროინდელ თამაშს. ჯერ იყო და, კოტე მიქაუტაძემ საფრანგეთის პრო დ2-ში ლელო გაიტანა და თავის „ბაიონს“ ბონუსით მოაგებინა, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ კაპის (რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ევროტურნირი) ჯერი დადგა და აი, იქ კი მოხდა რაც მოხდა! ისე გამოვიდა, რომ „ბრივმა“ ჩელენჯ კაპის (გამოწვევის თასის) მესამე ტურში...

ევროლელო
ჩანაწერი

ევროლელო

ევროპულ რაგბში სათასო ტურნირების დრო მოვიდა და ორივე მათგანში რამდენიმე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონთა თასის 2021-22 წლების სეზონი ინგლისური „ნორთჰემპტონისა“ და ფრანგული „რასინგ-92“-ის მატჩით გაიხსნა, რომელიც პარიზელთა დიდი გამარჯვებით დასრულდა – 45:14. „რასინგის“ სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი იყო, რომელმაც 55-ე წუთამდე დამაჯერებლად ითამაშა. აი, ტოპ 14-ის ლიდერმა „ბორდომ“ კი მომძლავრებულ „ლესტერ თაიგერსთან“ შინ...

ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო…
ჩანაწერი

ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო…

გასული უქმეები ევროპის ტოპ-ლიგებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. ეს ინდივიდუალური კუთხით, თორემ გუნდური თვალსაზრისით ჩვენს ბიჭებს ნამდვილად წარმატებული დღეები ჰქონდათ. საფრანგეთის მთავარ ლიგა ტოპ 14-ში ერთბაშად სამმა ქართველმა 80-ივე წუთი ითამაშა, თანაც სამივე მათგანი ახალი თაობის ბორჯღალოსანია და ეს ფაქტი საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება. თორნიკე ჯალაღონიამ პირველად ითამაშა „ბიარიცში“ თავის ძირითად, 8 ნომრის პოზიციაზე...