ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მიერ „ემპოლის” 2:0 ძლევაში მონაწილეობა არ მიუღია. მან გამოტოვა წინა შეხვედრაც, სტუმრად „ატალანტასთან”, რომელიც „აძურიმ” 2:1 მოიგო. ხვიჩა კვლავ ნატკენ ზურგს მკურნალობს. როგორც იტალიური პრესა წერს, ქართველმა გარემარბმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, „ენფილდზე”, „ლივერპულს” მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან შეჯახების დროს მიიღო. და კიდევ, იტალიური მედია აღნიშნავს, რომ კვარაცხელია „დიეგო მარადონაზე”...
ჭდე: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
ხვიჩა ემპოლისთანაც არ იქნება
„კორიერე დელო სპორტის” კორესპონდენტი ფაბიო მანდარინი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ემპოლისთანაც” ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წინა ტურში „ატალანტასთანაც” არ უთამაშია. ბერგამოში 2:1 გამარჯვების შემდეგ „აძური” საწვრთნელ მოედანს დაუბრუნდა და 8 ნოემბრის შეხვედრისთვის დაიწყო მზადება. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შაბათის შეხვედრა ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა. იტალიური პრესა წერს, რომ კვარაცხელიას ზურგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო...
ლივერპულის მეთექვსმეტე შილდი
„ლივერპულმა” „მანჩესტერ სიტის” 3:1 მოუგო და ისტორიაში მეთექვსმეტედ დაეუფლა „ქომუნითი შილდს” ანუ ინგლისის სუპერთასს. თამაში ლესტერში „კინგ ფაუერ სთედიუმზე” გაიმართა. მერსისაიდელთაგან გოლები გაიტანეს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, მოჰამედ სალაჰმა და ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა — ინგლისში სეზონი გაიხსნა. ზაფხულში ორივე გუნდმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები, ტრანსფერებში ფული არც ერთს დაუნანია და არც მეორეს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობებში ახალ შენაძენთაგან მხოლოდ...
ძმასთან დიდი ბოდიში, მაგრამ…
ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მატჩის მონაწილეებმა კომენტარები თქვეს. პარიზში, „სტად დე ფრანსზე” „რეალმა” „ლივერპულს” 1:0 მოუგო. ტრენტ ალექსადერ-არნოლდი („ლივერპულის” ფეხბურთელი). „აი, რა ხდება წაგებული ფინალის შემდეგ: გასახდელში სრული დუმილია. ყველა დათრგუნულია. ჩვენი წილი შანსები გვქონდა, მაგრამ მეკარის დაუჯერებელ თამაშს გადავაწყდით. გულწრფელად გეტყვით, ვფიქრობ, რომ უკეთესად უნდა გვეთამაშა. მეორე ტაიმი კარგად ვერ დავიწყეთ და კონტროლი მათ...
ნიუკასლი გამდიდრდა, მაგრამ ლივერპული იგებს
„ნიუკასლი“ რომ გამდიდრდა ყველამ იცის. მალე „კაჭკაჭები“ ალბათ კილიან მბაპესა და მსგავს გალაქტიკოებზე დაიწყებენ ნადირობას, მანამდე კი ჯონჯო შელვი და მისი ჯანი. „კაჭკაჭების“ ნახევარმცველმა, რომელიც ადრე „ლივერპულშიც“ თამაშობდა, „ენფილდ როუდზე“ ჩინებული დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე… შეცდა და მო სალაჰს შეხვედრის გადამწყვეტი გოლის გატანის საშუალება მისცა. დღეს, როდესაც კოვიდპანდემიის გამო პრემიერლიგა ლამისაა გაჩერდეს, შეხვედრის პირველმა...
ალექსანდერ-არნოლდი ათი მეტრით წინ
„ლივერპულის“ გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისელ კოლეგას გარეთ საუთგეიტს უსაყვედურა. კლოპის აზრით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია და ნაკრებში მისი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაყვანა შეცდომაა. 22 წლის ლივერპულელმა გასულ შაბათს ანდორასთან სანაკრებო შეხვედრის პირველ ტაიმში, მოედნის შუაში თამაში დააჭაშნიკა. ინგლისმა ანდორას 4:0 მოუგო და I ჯგუფს 16 ქულით ლიდერობს. მოსაზრებამ, რომ ალექსანდერ-არნოლდს ნახევარმცველობაც შეუძლია, არ...
ჰენდოს და ჰარის ამბავი
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, გარეთ საუთგეიტი პრობლემის წინაშე დგას — ინგლისის ნაკრებში ტრავმიანობაა. გაჩნდა შიში, რომ ჯორდან ჰენდერსონმა და ჰარი მაგუაირმა შეიძლება მთელი ევრო 2020 გამოტოვონ. დასრულდა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ოცნებაც — ავსტრიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) ბარძაყი იტკინა და შინ უნდა დაბრუნდეს. მის შემცვლელს საუთგეიტი კვირას, საქართველოს მიერ 2:1 დამარცხებულ რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ...
ოთხი მარჯვენა მცველი რა ამბავია
გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ადგილობრივმა მას-მედიამ ყველაზე დიდი ყურადღება მასში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მოხვედრაზე გაამახვილა. ლივერპულელს სეზონის ბოლო იმდენად ეფექტური ჰქონდა, რომ ეროვნული გუნდის თავკაცმა ევრო 2020-ზე წამსვლელი ვარსკვლავების მარაქაში გარია. არადა, პრესაში დიდხანს მარჩიელობდნენ, რომელ მარჯვენა მცველს დატოვებდა საუთგეიტი შინ. თურმე, არავისაც არ ტოვებს, ოთხივე მიჰყავს და ახლა ალექსანდერ-არნოლდს დიდი...
პირველი ლივერპულელის სამიანი თავური
წუხელ, ალისონ ბეკერის გოლმა „ლივერპულს“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვენა მოუტანა… დიახ, მეკარე ალისონ ბეკერის გოლმა… „ვესტ ბრომვიჩთანთან“ „ლივერპული“ დიდ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლო დამატებულ მეხუთე წუთამედ ანგრაიში 1:1 გახლდათ, მერე კი ალექსანდრ–არნოლდმა მოიპოვა კუთხური, მანვე მოაწოდა და ალისონმაც, ბევრი ფორვარდის შესაშურად, დამაჯერებელი თავურით გაიტანა – 2:1. ალისონ ბეკერი „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი მეკარე გახდა...
ერთმანეთს დეზები დააყარეს
„ტოტენჰემის” ფეხბურთელები შესვენებისას, გასახდელში, საქმეს ურჩევდნენ ერთმანეთს. სერჟ ორიე სტადიონიდანაც კი გაიქცა. იმავდროულად, თითქოს ყველა უბედურებას ერთად უნდა მოეყარა თავი, ჰარი კეინმა ორივე კოჭი იტკინა და როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე კვირით ჩამოსცილდა საქმეს. „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” „ლივერპულთან” შინ 1:3 წააგო. ჩრდილოლონდონელ ფეხბურთელებს შორის შავმა კატამ პირველი ტაიმის ბოლოს, მეოთხე წამატებულ წუთზე გაირბინა, როდესაც ისინი დაცვაში შეცდნენ და...









