კორონავირუსმა სპორტულ სამყაროში ბევრი რამ შეცვალა. ცხადია, უარყოფითი მხრივ. პრობლემები ჩოგბურთსაც შეეხო. დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 19 მარტს ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ პეტიციაც შექმნა, რომლითაც ITF-ს შემოსავლების გარეშე დარჩენილ ჩოგბურთელთა დახმარებისკენ მოუწოდა. შაფათავას თქმით, ჩოგბურთელთა უდიდესი ნაწილი თანხებს მხოლოდ ტურნირებზე მოგებული მატჩებით გამოიმუშავებენ, პანდემიის პირობებში კი მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდებიან. შესაძლოა, სპორტული კარიერის გაგრძელებაც...
