რუსმა მოთხილამურემ, ამავდროულად რუსეთის არმიის ლეიტენანტმა ალექსანდრ ბალშუნოვმა მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპზე ესტაფეტაში, ფინელ იონი მიაკის სამაგიერო გადაუხადა. ბალშუნოვში „ველურმა სულმა“ ფინიშთან ახლოს გაიღვიძა. პირველ ადგილზე ნორვეგიელები გავიდნენ, მეორე ადგილისთვის კი ფინელები და რუსები იბრძოდნენ. მიაკი წამის მეასედებით უსწრებდა ბალშუნოვს და ფინიშიც მასზე ადრე გადაკვეთა. როდესაც რუსი მიხვდა, რომ მეტოქეს ვერ ეწეოდა, ჯერ სათხილამურო ჯოხი...
