„მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 0:0 ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა (პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული) და… მონტენეგროელი სტეფან სავიჩის გაცოფებაც გადაიტანა. რომ არა სავიჩი, შეხვედრის ბოლო წუთები ჩხუბად და დავიდარაბად არ გადაიქცეოდა. საინტერესოა, რომ 31 წლის სავიჩი 2011-12 წლებში „სიტიში“ თამაშობდა. „ატლეტიკოს“ მცველს გონება შეხვედრის მიწურულს დაებინდა. ჯერ ფელიპეს მიერ უხეშად წაქცეული ფილ ფოდენის...
