საქართველოს ნაკრების 23 წლის შუამარბი გიორგი კვესელაძე მარნეულის „არმაზიდან“ ინგლისის პრემიერშიფის „გლოსტერში“ გადავიდა! „შემოდგომის ერთა თასზე“ კვესელაძემ ნაკრებში, როგორც იქნა, შუამარბის პოზიციაზე ითამაშა, რისი საშუალებაც აქამდე იმის გამო არ მისცემია, რომ დიდი ხანი ბორჯღალოსანთა 13-ნომრიანი კვართით დავით კაჭარავა თამაშობდა – ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი. მაგრამ კაჭარავამ სპორტული კარიერა დაასრულა, პარლამენტის წევრი გახდა,...
ჭდე: რვა ერი
ნაკრები და ახლები საფრანგეთში წავიდნენ
საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები, რომლებიც თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე 21 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში ვარჯიშობდნენ, 11 ოქტომბერს 10-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში გაემგზავრნენ. „მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაციის თანახმად, მანდელიოში ნაკრებს სამი დღით (ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით) ლეგიონერები შეუერთდებიან. ხუთშაბათს მათი ნაწილი კლუბებს დაუბრუნდება და ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს გამოცხადდება. გუნდი შოტლანდიაში 21 ოქტომბერს მიემგზავრება, სადაც 23-ში ედინბურგის „მარიფილდზე“ „ნარშავებს“ დაუპირისპირდება. წინასწარ გამოცხადებულ გაფართოებულ...
გიხაროდენ, საქართველო რვა ერშია !!!
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს რვა ერის, იგივე „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანხმად, ბორჯღალოსნები პირველ ტურში ინგლისს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ 14 ნოემბერს ერკინებიან. ექვსი ერის ხელმძღვანელობამ, როგორც იქნა, ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ქართველ მორაგბეთა მრავალი თაობა...

