რაჰიმ სტერლინგმა ინგლისელების საყვარელ გამოთქმას „ის შინ ბრუბდება” მეტისმეტად პირდაპირი მნიშვნელობა შესძინა. ფეხბურთი შინ ბრუნდებაო (football’s coming home), მღერიან, ამბობენ და წერენ ინგლისელები ყოველთვის, როდესაც მსხვილი ტურნირი მათ ქვეყანაში ტარდება — 1996 წელს, ეს მთელი ევროპის ჩემპიონატი იყო, ახლა, დიდ ტერიტორიაზე გაფანტული პირველობის მატჩებია. „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა კი გუშინ, ხორვატიის ნაკრების კარში გაიტანა გოლი, რომელმაც...
ჭდე: რაჰიმ სტერლინგი
სიტი ხმაურიან ნაბიჯს დგამს
„მანჩესტერ სიტი” „ტოტენჰემს” ჰარი კეინში რაჰიმ სტერლინგსა და გაბრიელ ჟესუსს უცვლის. ეს მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს — პრემიერლიგის ჩემპიონს იმდენად სურს თანაქალაქელი მოქიშპის „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჩემპიონთა ლიგის მფლობელის „ჩელსის” ხახამშრალი დატოვება, რომ მზად არის ორი წამყვანი ფეხბურთელი დათმოს. მას მერე, რაც 27 წლის კეინმა „სფურზის” ხელმძღვანელებს გამოუცხადა, რომ სხვა კლუბში სურს გადასვლა, მასთან დაკავშირებით...
რაჰიმი, ნამდვილი ჯენტლმენი
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა რაჰიმ სტერლინგმა თანამემამულეთა საშობაო განწყობას სხივი შემატა — მან ორ უსახლკარო ქალს საჭმელი უყიდა. 26 წლის ფეხბურთელმა ქალები მაშინ დაინახა, როდესაც სწრაფი კვების რესტორან „ჩიქენ დელაითში” ბურგერის და ქათმის ფრთების საყიდლად შედიოდა. მან 40 გირვანქის საჭმელი იყიდა და უსახლკაროებს მისცა. ეს ამბავი ლონდონიდან 32 კილომეტრში, ქალაქ სლაფში მოხდა. მავანი...
მოურინიუ გვარდიოლას მატყუარობას აბრალებს
დღეს საღამოს „ტოტენჰემი” „მანჩესტერ სიტის” მასპინძლობს, ეს კი ნიშნავს, რომ ერთმანეთს ძველი კონკურენტები, ჟოზე მოურინიუ და პეპ გვარდიოლა დაუპირისპირდებიან. ტრადიციულად პროვოცირებას მოურინიუ ახდენს ხოლმე. ასე იყო ამჯერადაც, როდესაც პორტუგალიელმა თქვა, რომ კატალონიელმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს ხრიკი მოუწყო, რისი წყალობითაც რაჰიმ სტერლინგი შეკრებიდან დაატოვებინა. ინგლისის ნაკრებმა 12-18 ნოემბერს სამი შეხვედრა ჩაატარა, ირლანდიასთან ამხანაგური (3:0),...
გვარდიოლას ყველაზე ყოჩაღი
სიტის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა. ესპანელი ტაქტიკოსის თქმით, სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც უმუშავია. „სტერლინგს მალე დავასვენებთ, თუმცა ჯერ არა. რაჰიმი „ლივერპულთან“ ძალიან გვჭირდება. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. გაოცებული ვარ მისი ნიჭით და საქმისადმი მიდგომით. როცა „სიტი“ ჩავიბარე, ის სხვა...
ოთხი ბრაზილიელი და ჯეიდონ სანჩო
ინგლისურ ჟურნალ Soccerbible-თვის მიცემულ ინტერვიუში ჯეიდონ სანჩომ თქვა, რატომ იგვიანებს ხოლმე ვარჯიშზე და ვინ არიან მისი საყვარელი ფეხბურთელები. მოგეხსენებათ, 20 წლის სანჩო ამ დღეებში ინგლისის ნაკრებშია გამოძახებული, მისი კლუბი კი „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი მოწადინების მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ გერმანული „დორტმუნდი” გახლავთ. „გერმანიაში კიდევ რამდენიმე უნარი მაქვს დასახვეწი, — უთხრა გარემარბმა ინგლისელ ჟურნალისტებს, შემდეგ კი დასძინა, —...
უღიმღამო ინგლისი ბოლოწამს გადარჩა
ისლანდია ყინჩ გუნდად რჩება. ძალიან მცირე მოსახლეობის, აქედან გამომდინარე კი ფეხბურთელების შეზღუდული არჩევანის გამო ფავორიტებში ალბათ ვერ დამკვიდრდება, მაგრამ ვინძლო დონეც არ დაკარგოს — აგერ, შაბათს, ერთა ლიგის A ლიგის მეორე ჯგუფის შეხვედრაში ინგლისს უმასპინძლა და 90+1 წუთზე რაჰიმ სტერლინგს პენალტი რომ არ გაეტანა, ფრე იქნებოდა – 0:0. მაგრამ, შეხვედრის კულმინაცია ეს პენალტიც კი არ...
ერთი ლივერპულური კვარტეტიდან
ინგლისში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ ის უსათუოდ ორიდან ერთი კლუბის წარმომადგენელი იქნება – „ლივერპულის“ ან „სიტის“. ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის 6 კანდიდატი დაასახელა. აქედან ოთხი ლივერპულელია: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვალ დაიკი, ჯორდან ჰენდერსონი და სადიო მანე. კიდევ ორი კანდიდატი „სიტის“ წარმოადგენს – კევინ დე ბრუინი და რაჰიმ...
საუთგეიტს ალბათ მალე გააგიჟებენ
ახლა ყურადღების ცენტრში რაჰიმ სტერლინგია — მან ლეგენდარულ მძლეოსან უსეინ ბოლტთან ერთად იქეიფა, რამდენიმე დღეში კი ბოლტს covid 19 დაუდასტურეს. პარასკევს, „მანჩესტერ სიტის” 25 წლის ვარსკვლავი მშობლიურ იამაიკაზე ყოფილა, სადაც დიდი სპრინტერი 34-ე დაბადების დღეს იხდიდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები რომლებზეც ჩანს, რომ ბოლტის დღეობაზე სტუმრები ცხადია შეჯგუფულები ცეკვავდნენ, პირბადე არავის ეკეთა და არც სოციალურ...
მე ის ლიგა აღარა ვარ
პირველად არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ ითამაშებს არც ერთი გუნდი ესპანეთიდან, იტალიიდან და ინგლისიდან. არა, დარჩენილი ოთხეული ტოპ-5 ჩემპიონატისა კია. ანუ, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა გერმანელების და ფრანგების გარჩევად იქცა. ფეხბურთის ქომაგებს ჯერ გერმანული „ბაიერნისგან“ ესპანური „ბარსელონას“ კოკისპირულად დაგოლვა არ მოენელებინათ და აგერ მეორე სენსაციაც – ფრანგულმა „ლიონმა“ ინგლისური „სიტის“ ამბიციები დაასამარა. კაცმა არ იცის...








