ჭდე: რაკიტიჩი

Home რაკიტიჩი
ქვიშის კარიერის გენერლები
ჩანაწერი

ქვიშის კარიერის გენერლები

ეს საფეხბურთო მინდორიც თითქოს ცხოველთა სამყაროს დაუპყრია. ამ სპორტსაც ჰყავს თავისი მირონცხებული მეფეები. ასეთებს ვერანაირი საფეხბურთო მოღვაწე ვერ შეეხება – ვერ მოერევა და იმიტომ. როგორც მზე, ზუსტად ასეთივე ხელუხლებენი არიან, მატერიალურ სამყაროს არ ეკუთვნიან – უკვე ხელოვნების მარადიულ სამყოფელს შეუერთდნენ. ზოგიერთს ავაზასავით ფრთხილი სიარული და მოქნილობა ახასიათებს, რომ მოგეპარება და ისე გაგგუდავს, მის მოსვლასაც ვერ...

იყიდება: ვიდალი ან რაკიტიჩი
ჩანაწერი

იყიდება: ვიდალი ან რაკიტიჩი

„ბარსელონა“ არ მალავს, რომ ამ ზაფხულს არტურო ვიდალს ან ივან რაკიტიჩს შეელევა. ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ კატალონიელთა სამკაციან ნახევარდაცვაში ცხრა ფეხბურთელს აქვს თამაშის პრეტენზია. „ბარსაც“ კი ვერ მისცემს თავს უფლებას, ამდენი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჰყავდეს სათადარიგოთა სკამზე. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელებიც ვერ იქნებიან კმაყოფილნი, თუ სათამაშო დროის გარეშე დარჩებიან. არტურო ვიდალის მიმართ ინტერესს არ მალავს...