იტალიური საიტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ „ნაპოლის“ ბელგიელი ფეხბურთელი სირილ ნგონგე „პალერმოსთან“ იტალიის თასის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში გამორჩეული იყო. ამას მის მიერ პირველ 12 წუთში გატანილი ორი გოლი ადასტურებს. წამყვანმა გაზეთებმა და გამოცემებმა მისი თამაში შეაფასეს და დააფასეს. ნგონგემ გამორჩეული ყურადღება კიდევ იმით მიიპყრო, რომ მან გუნდს კვარაცხელიას არყოფნა არ აგრძნობინა. „გაძეტა დელო სპორტმა“, ნგონგეს ქულა არ...
ჭდე: პალერმო
მაკტომინეი – ნეაპოლელთა ახალი კერპი
„ნაპოლიმ“ იტალიის თასის მეთექვსმეტედფინალში „პალერმოს“ 5:0 მოუგო. ნეაპოლელები წაუგებელს სვლას განაგრძობენ: მანამდე სერია A-ში ზედიზედ სამი თამაში მოიგეს და ტურინში ფრედ ითამაშეს. ადგილობრივი საიტები წერენ, რომ ანტონიო კონტემ გუნდს უკვე დაატყო კვალი. მათ მოსწონთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი შემადგენლობა თამაშობს, მისმა ბიჭებმა იციან როგორ ითამაშონ. მონდომებაზე ლაპარაკიც აღარ არის. კონტემ „აძურის“ გულშემატკივართა გული მოიგო,...
იტალიის თასზე ნაპოლი შემდეგ მეტოქეს უმასპინძლებს
„ნაპოლიმ” იტალიის თასის ოცდამეთორმეტედფინალში პენალტებით დაამარცხა „მოდენა” და მეთექვსმეტედფინალში „პალერმოს” შეხვდება. სიცილიელებმა სტუმრად მოუგეს „პარმას” 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ნაპოლის” ლეგენდის ლორენცო ინსინიეს უმცროსმა ძმამ, 30 წლის რობერტომ გაიტანა. ის 2012-19 წლებში თავად თამაშობდა „ნაპოლიში”. „პალერმო” ისევე როგორც „მოდენა” სერია B-ში გამოდის. „ნაპოლისა” და „პალერმოს” მეთექვსმეტედფინალური დაპირისპირება 25 სექტემბერს ნეაპოლში, „სტადიო დიეგო მარადონაზე” გაიმართება. ისევე...
მიკოლი ციხიდან გამოუშვეს
იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევი ფაბრიციო მიკოლი ციხიდან გაათავისუფლეს. მას 3,5 წელი ჰქონდა მისჯილი, შარშან ნოემბერში დააპატიმრეს და პირობითი სასჯელით გამოუშვეს. მიკოლის მაფიოზური კავშირები და კრიმინალური გზით ფულის გამოძალვა დაუმტკიცდა. „იცოდეთ, მე ფეხბურთელი ვარ და არა მაფიოზი. სიკეთის გაკეთბა მსურდა და ვერ ვხვდებოდი, თუ ვისთან ვიჭერდი საქმეს“, – თქვა მაშინ მიკოლიმ. ფაბრიციო მიკოლი „იუვენტუსში“, „პალერმოში“ და...



