როგორც ამბობენ, პრაღის სლავიას მცველი ონდრეი კუნდელა „გლაზგო რეინჯერსის” ნახევარმცველმა გლენ კამარამ გასახდელში სცემა. ლაპარაკია ნამდვილ ცემაზე, მუშტებით და დასისხლიანებით. მიზეზი: კუნდელას კამარასთვის რასისტული შეურაცხყოფა მიუყენებია. უეფამ გამოძიება დაიწყო, „რეინჯერსის” თავკაცი სტივენ ჯერარდი კი გამომძიებლებს სიმკაცრეს სთხოვს, რადგან ფინელი კამარა მომხდარს დაუთრგუნავს. თავის მხრივ, ჩეხები გლენ კამარას და „რეინჯერსის” დასჯას ითხოვენ — ადამიანის ცემა სერიოზული...
