„ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 5 მატჩი, 5 მოგება. ამჯერად ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა გამოუვიდათ „ტორპედოსთან,“ ერთი ხანი აგებდნენ კიდეც, მაგრამ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით. „კოლხეთზე“ დებიუტანტის თქმა ცოტა უხერხულია, მაგრამ ფაქტია, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულ ზღვისპირელებს პირველი ტურის შემდეგ...
