აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენს შორის ქართველებიც არიან. ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელები საკუთარ ძალებს მოსინჯავენ მძლეოსნობაში, ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთში, ძიუდოში და თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის იბრძოდნენ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები 45 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში. პრიზიორთა შორის არიან ქართველი...
