საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიგა პრო დ2-ში რეგულარული სეზონის მესამედი მიილია და გასული ტურის 8 მატჩში მხოლოდ 16-მა ჩვენებურმა იასპარეზა. ზოგადად ეს რიცხვი მცირე სულაც არაა, თუმცა მიმდინარე სეზონში 20-ზე ნაკლები ქართველის თამაში პირველად დაფიქსირდა. ამის მიზეზი ბორჯღალოსანთა მატჩი იყო, რომელიც საანგარიშო ტურიდან 2 დღეში უნდა გამართულიყო და ცხადია, საქართველოს ნაკრების შესაბამისი ნაწილიც ეროვნულ გუნდთან ერთად...
ჭდე: ოთია გიორგაძე
ქუთაისური ცეკვა მგლებთან
ბორჯღალოსნებმა ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 23:14 დაამარცხეს და ქუთაისის „აია არენას“ ტრიბუნებზე შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანეს. ლევან მაისაშვილის რაზმმა გასულ კვირას ბათუმში იტალიასთან უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი და უდაძაბულესი ჯახი გამარჯვებით დააგვირგვინა, მთელი ქვეყანა სიამაყით აღავსო და ესოდენ დიდი წარმატებით გამოწვეული ეიფორიიდან გამოსვლა იოლი საქმე როდი იყო. ამ ფსიქოლოგიურ მომენტს ის პასუხისმგებლობაც ამწვავებდა, რომ...
სარაგბო ზაფხული ქუთაისში იწყება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ზაფხულის სატესტო სეზონს კვირას, 3 ივლისს დაიწყებს. 18 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ სტარტს აიღებს ბორჯღალოსნებსა და არგენტინა XV-ს შორის მატჩი, რომელიც განიხილება, როგორც გენერალური რეპეტიცია ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის, რომელიც ერთი კვირის თავზე უკვე ბათუმში შედგება – საქართველო იტალიას უმასპინძლებს! თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ქართველთა სანაკრებო სტატისტიკის ოფიციალურ ნაწილში...
12 ლელო ჰეთ-თრიქითა და დუბლებით
72:10 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში. „რაგბი ევროპის“ მეორე ტურში ბორჯღალოსანთა მეტოქე ნიდერლანდელებმა თავისი უპირობო აუტსაიდერობა დაადასტურეს, ხოლო ქართველებმა – ტურნირის მთავარფავორიტობა. თავიდანვე თვალშისაცემი გახდა, რომ აუტებსა და დერეფნებში ამ დღეს პრობლემები ნაკლებად იყო მოსალოდნელი – კვაჭის პოზიციას ხომ გამოჯანმრთელებული შალვა მამუკაშვილი დაუბრუნდა, ხოლო მარქაფაში თავის შანსს გიორგი ჭყოიძე ელოდა. მართალია, შალვას...
7 ქართული ლელო ევროთასებზე
არნახულად ბარაქიანი უქმეები გამოუვიდათ ქართველ მორაგბე ლეგიონერებს. 7 ლელო! ასეთი შედეგი ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის რომელიმე ცალკეულ ტურში ან საშეჯიბრო დღეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ძირითადად ფრანგულ კლუბებში თავმოყრილ ქართველებს შორის არა მხოლოდ პირველხაზელი მორკინალები არიან, არამედ შუამარბებისა და გარემარბების გამოკლებით ყველა პოზიციის მოთამაშეა, რომლებიც თანდათან ეჩვევიან უმაღლეს დონეზე თამაშს და...
თამაში ერთი ტაიმი…
43:14 – ეს ის ანგარიშია, რომელიც გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. სწორედ ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ნაკრები უელსმა და ამით დაიხურა კიდეც იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის თასის პირველი ტური. ქართველებმა ცივი შხაპი თამაშის დებიუტშივე მიიღეს როცა მე-3 წუთზე ტურნირის უსწრაფესი ლელო გაუშვეს. ცენტრიდან დაწყებული იერიში „წითელმა დრაკონებმა“ ძალიან ენერგიულად განავითარეს და ქართველების დაცვის ხაზი ცენტრიდან...





