საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამამულო რაგბის ისტორიის მორიგი საამაყო გვერდი დაწერა. მეტიც, უმცროსი ბორჯღალოსნები ამ ბოლო წლებში ისეთ საოცრებებს სჩადიან, რაგბის ისტორიაში მათი კუთვნილი თავი განსაკუთრებით საამაყოა. ჩვენმა ბიჭებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ ზედიზედ მეორე მაგარი მატჩი ჩაატარეს და თუ სტარტზე მასპინძლებთან უიღბლობის ხარჯზე 10-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, ხუთშაბათს...
Tag: ნიკა ბაბუნაშვილი
Post
ქართველებმა სამხრეთ აფრიკა გააოცეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მასპინძელ თანატოლებთან 23:33 კი დათმეს, მაგრამ მსოფლიო რაგბის ამ ფორუმზე ფურორი ნამდვილად მოახდინეს. ჩვენს ბიჭებს ოდნავ რომ გამართლებოდათ და „პატარა ქურციკთა“ მგეზავ იან სმითს ოდნავ ნაკლები სიზუსტით ერტყა კარში, ანგარიში სულ სხვაგვარი იქნებოდა. სამხრეთაფრიკელმა 7-ჯერ დაარტყა ქართულ კარში და ყველა ზუსტად. სმითმა მასპინძელთა სამივე ლელო...

