ჭდე: მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი

Home მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი
საქართველომ არგენტინა დაადუმა
ჩანაწერი

საქართველომ არგენტინა დაადუმა

Rugbydump: „მიუხედავად იტალიის მიერ სამხრეთ აფრიკის ღირსშესანიშნავი ძლევისა, „მსოფლიო რაგბის“ U20 მიმდინარე ჩემპიონატზე უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა. საქართველოს ყოვლისმომცველი გამარჯვება არგენტინაზე იყო ტიერ 2-ის ერის რეალური განაცხადი ელიტაში შესვლაზე. ქართველები განუწყვეტლივ აკაკუნებენ ექვსი ერის კარზე და ევროპული რაგბის უმაღლეს ეშელონში ჩარიცხვას ითხოვენ, ეს არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში მოთამაშეთა აუცილებელი სიღრმეებია და ისინი აგრძელებენ გაუმჯობესებას....

წარმატებები უმცროს ბორჯღალოსნებს!
ჩანაწერი

წარმატებები უმცროს ბორჯღალოსნებს!

შაბათს, 24 ივნისს, საღამოს 9 საათზე, სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელენბოსის „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ დაიწყება მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი, რომელშიც მასპინძელი, სამხრეთაფრიკელი 20-წლამდელები უმცროს ბორჯღალოსნებს დაუპირისპირდებიან. ეს ტურნირი 3-წლიანი პაუზის შემდეგ ტარდება. 2020-2022 წლებში მსოფლიოს სარაგბო ტალანტთა მთავარი ფორუმი კოვიდის პანდემიამ გააუქმა და შესაბამისად, 2000-2002 წლებში დაბადებულებს ეს გამოცდილება და სიამოვნება მოაკლდათ. ამდენად, მთელი სარაგბო თემი...

იტალიამ გაგვისწრო, ელიტამ – ვერა
ჩანაწერი

იტალიამ გაგვისწრო, ელიტამ – ვერა

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა არგენტინაში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს. ილია მაისურაძის გუნდმა მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში იტალიელ თანატოლებთან 17:29 დამარცხდა, არადა მეორე ტაიმში იყო დროის ისეთი 6-წუთიანი მონაკვეთი, როცა ქართველები 17:7 იგებდნენ. პირველი ტაიმი იტალიელებმა 7:0 მოიგეს. თამაში მათი უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელთა ლელოც გავიდა. ტაიმის ბოლოს რეფერიმ,...

მფრინავი ფიჯელები როსარიოშო დავამიწეთ
ჩანაწერი

მფრინავი ფიჯელები როსარიოშო დავამიწეთ

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღე დაძაბულობითა და დრამატიზმით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როსარიოში მატჩების მიმდინარეობისას ისეთი ავდარი იყო, რომ არბიტრებმა უსაფრთხიების მიზნით ორივე სასტარტო მატჩი შეწყვიტეს და მხოლოდ მაშინ განაახლეს, როცა მეტეოროლოგებმა მეხის დაცემის საფრთხე გადასულად გამოაცხადეს. შეწყვეტილ-გაგრძელებულ მატჩებში კი მეტად საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. ისედაც მოულოდნელობა იყო, რომ ახალი ზელანდია საჩემპიონო...