მართალია, მიშიკო ალანიას პრო დ2-ის ნახევარფინალსა და ფინალში არ უთამაშია, მაგრამ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის 30 მატჩიდან ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა 25-ში მიიღო მონაწილეობა და პლუს ამას, თავი 3 ლელოს გატანით გამოიჩინა, ამდენად, მისი „ვანის“ ჩემპიონობა და ტოპ 14-ის საგზურის მოპოვება მისი დამსახურებაცაა. ფინალში, რომელიც ტულუზაში გაიმართა, „ვანმა“ თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსს“ უდაძაბულეს ბრძოლაში 18:14 სძლია...
ჭდე: მიშიკო ალანია
ქართველთა ორიაკი!
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურმა ტოპ 14-ის ქართველთათვის წინა ტურივით ნაკლებად ნაყოფიერად ჩაიარა, პრო დ2-ში კი ჩვენებურები კვლავ წამყვან როლებში იყვნენ: ტოპ 14 ლიდერად ქვეყნისა და ევროპის ჩემპიონი „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც „ბაიონთან“ გასვლაზე 8:12 კი წააგო, მაგრამ ბონუს-ქულის მიღებით ერთპიროვნული პირველადგილოსნობა შეინარჩუნა. 30-ქულიან ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება „ლა როშელი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სტად ფრანსე“ 35:18...
ბორჯღალოსნებმა მესამე ბობოლა წააქციეს!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მესამედ დაამარცხა ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი. იაპონიის ქალაქ სენდაიში გამართულ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნებმა „მამაც საკურებს“ ცხარე ბრძოლა გაუმართეს და 25:23 დაამარცხეს! იაპონიის ნაკრები ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. 2006 წლიდან მოყოლებული ქართულ-იაპონური რკენა 6-ჯერ შემდგარა და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს, ოღონდაც ყველა ძველი მატჩი იმ დროს შედგა, ვიდრე „მამაც საკურებს“...


