16 ივლისს 18 საათზე ქუთაისის სარაგბო სტადიონ „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთა ტესტ-მატჩი. ბორჯღალოსნები ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან, მათ ხომ გასულ კვირას ბათუმში თვით იტალია დასცეს! მაგრამ „ლობუშთან“ შეხვედრასაც ახლავს ქვეტექსტი: სწორედ „მგლებმა“ შეწყვიტეს ბორჯღალოსანთა გამარჯვებების მრავალწლიანი და მრავალმატჩიანი სერია. საუბარია „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, სადაც 2017 წლის მარტში რუმინელებთან...
ჭდე: მერაბ კვირიკაშვილი
აია – 26 წლის შემდეგ!
საქართველოს 2020-2021 წლების სარაგბო ჩემპიონატი ქუთაისური ზეიმით დაგვირგვინდა. 30-წლიანი პაუზის შემდეგ ტურნირის დიდ ფინალს სწორედ ქუთაისმა უმასპინძლა და ადგილობრივმა „აიამ“ 26-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! „აიას“ ამ წარმატებაში განსაკუთრებული დამსახურება ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყოფილ ლიდერ ბესიკ ხამაშურიძეს მიუძღვის, რომელმაც ტრადიციულად ინდივიდუალურად ნიჭიერი ქუთათურებისგან ექსტრა-კლასის სარაგბო რაზმის შეკვრა მოახერხა. ქუთაისურმა გუნდმა მთელი სეზონი ერთი...
რატომ ვერ მივაწექით?
შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14...


