კვირას, თბილისის დროით საღამოს 5 საათზე საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი ზელანდიის XV-ს დაუპირისპირდება. ეს იქნება ბორჯღალოსნების პირველი მატჩი 2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩებიდან. ახალი ზელანდიის XV არის „ოლ ბლექსის“ უახლოესი რეზერვი, ბორჯღალოსნებს მონპელიეში, GGL Stadium-ზე, რომელსაც „ალტრად სთედიუმის“ სახელით უკეთ ვიცნობთ, ახალი ზელანდიის ნაკრების როგორც ყოფილი, ისე მომავალი წევრები შეერკინებიან. განაცხადის ბარე...
ჭდე: მეკო კვირიკაშვილი
საკურების მერე იქნებ ვოლაბებიც?
შაბათს დილაადრიან ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტების დასკვნით მატჩს დაიწყებენ – სიდნეის „ფუტბოლ სთედიუმზე“, იგივე „ალიანც სთედიუმზე“, ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა შედგება. დასაწყისი – 9:45-ზე. მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ავსტრალია ისტორიაში მესამედ დაუპირისპირდება კლასიფიკაციაში მე-12 საფეხურზე მდგომ საქართველოს. „ვოლაბებისა“ და ბორჯღალოსნების პირველი შეხვედრა 2019-ში, იაპონიის მსოფლიო თასზე შედგა და სამხრეთელებმა დასკვნით 20 წუთშიღა გაარღვიეს ჩვენი...
მე-5 ცენტურიონი, 34-ე კაპიტანი…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023, სამსოფლიოთასო წელს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატით იწყებს. ტურნირი ახალი ფოემატით ტარდება: ალაფის (რანგით მეორე) დივიზიონიდან არა მისი შარშანდელი გამარჯვებული, არამედ სამი საუკეთესო გუნდი დაწინაურდა, ჩემპიონშიპიდან (სადაც ბორჯღალოსნები ბოლო 5 გათამაშება დაუმარცხებლები არიან) არავინ დაქვეითებულა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის დისკვალიფიკაციას. ჰოდა მივიღეთ ოქტეტი, რომელიც ორ კვარტეტად დაიყო. დანარჩენი შემდეგნაირად მოხდება: ა ჯგუფის გამარჯვებული...


