კაცმა რომ თქვას, სქოთებისგან 7:48 არავის უნდა გაკვირვებოდა, მაგრამ ქართველი ქომაგი „მარიფილდზე“ ბორჯღალოსნებისგან ხომ ლამის მოგებას მოითხოვდა. ეტყობა ასეთია ჩვენი ბუნება და მენტალობა… ჩვენი ნაკრების მოუმზადებლობა თამაშამდეც ცნობილი იყო: მაისის ბოლოს ლევან მაისაშვილის მიერ „შევარდენზე“ შეკრებილი შემადგენლობა ხომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოასპარეზეებს, უკლუბოდ დარჩენილებსა და საფრანგეთში პანდემიის გამო ვერწასულ მორაგბეებს აერთიანებდა. მთავარი, დამრტყმელი ძალა კი...
ჭდე: მარიფილდი
ვინ გავა მარიფილდზე?
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – „ბორდოს“ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია. მეორე ხაზში ნოდარ...
ნაკრები და ახლები საფრანგეთში წავიდნენ
საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები, რომლებიც თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე 21 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში ვარჯიშობდნენ, 11 ოქტომბერს 10-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში გაემგზავრნენ. „მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაციის თანახმად, მანდელიოში ნაკრებს სამი დღით (ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით) ლეგიონერები შეუერთდებიან. ხუთშაბათს მათი ნაწილი კლუბებს დაუბრუნდება და ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს გამოცხადდება. გუნდი შოტლანდიაში 21 ოქტომბერს მიემგზავრება, სადაც 23-ში ედინბურგის „მარიფილდზე“ „ნარშავებს“ დაუპირისპირდება. წინასწარ გამოცხადებულ გაფართოებულ...


