შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში...
ჭდე: ლუკა მატკავა
აკა-შოუ საკმარისი არ იყო
მსვლელობისას რამდენიმე წამყვანმა მოთამაშ„შავმა ლომმა“ თავისი სამხრეთამერიკული ტურნეს მეოთხე მატჩი „სუდამერიკანა XV“-თან 24:28 წააგო და მისი მოგზაურობის ჯამური ანგარიშიც გათანაბრდა – 2:2. ცხადია, მარცხი ყოველთვის უსიამოვნოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტურნეს ყველა მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ. ასე მოხდა ამჯერადაც, ოღონდ ლევან მაისაშვილს ამ ექსპერიმენტების...
როცა გინდა, სადაც გინდა!
სწორედ ასეთი პათოსი ქონდა ბორჯღალოსნების გუშინდელ გამარჯვებას! „რაგბი ევროპამ“ მიზნად თავისი ეგიდით ჩატარებული ტურნირის გადახალისება საქართველოს ნაკრების საჩემპიონო ტახტიდან ჩაჩოჩება დაისახა და რა აღარ იღონა ამისთვის. ტოპ ექვსეული ოქტეტად გადააკეთა, რომელიც ორად გაყო, წრიულად ათამაშა და პლეი-ოფებიც დაუნიშნა – ასე ხომ უფრო მაღალი ხდებოდა იმის ალბათობა, რომ ბორჯღალოსნების ერთ წაბორძიკებას ჩემპიონის ცვლილება გამოეწვია?! ეს არ...
ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა
ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8...
6 ლელო ნიდერლანდებთან…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში 40:8 მოიგო, შემტევი ბონუსი მიიღო, ორი მატჩის ჯამში 10 ქულას მოუყარა თავი და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურს ლიდერის რანგში შეხვდება. ბორჯღალოსნების გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ნიდერლანდელებმა დაამტკიცეს, რომ მართლაც პროგრესირებენ, ვითარდებიან, ოსტატდებიან, მაგრამ ჩვენებამდე აშკარად ბევრი უკლიათ. ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ არენაზე ისეთი ქარი ქროდა, რომ პირველ ტაიმში ქართველთა ფეხის...
ლელოთცვენა ავჭალაში
ეს იყო ნამდვილი სარაგბო დღესასწაული! და არა მხოლოდ სარაგბო, რადგან რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ლუკა მატკავამ თავისი მეათე ზუსტი გარდასახვით საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში – 75:12 დააფიქსირა, აშკარად გამოჩნდა, რომ მინდორზე კიდევ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. მოლოდინი ძალზე გულისამაჩუყებელი მოვლენით დაგვირგვინდა: ყველაზე ტანმაღალმა ბორჯღალოსანმა ნოდარ ჭეიშვილმა თანაგუნდელებისგან...
მე-5 ცენტურიონი, 34-ე კაპიტანი…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023, სამსოფლიოთასო წელს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატით იწყებს. ტურნირი ახალი ფოემატით ტარდება: ალაფის (რანგით მეორე) დივიზიონიდან არა მისი შარშანდელი გამარჯვებული, არამედ სამი საუკეთესო გუნდი დაწინაურდა, ჩემპიონშიპიდან (სადაც ბორჯღალოსნები ბოლო 5 გათამაშება დაუმარცხებლები არიან) არავინ დაქვეითებულა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის დისკვალიფიკაციას. ჰოდა მივიღეთ ოქტეტი, რომელიც ორ კვარტეტად დაიყო. დანარჩენი შემდეგნაირად მოხდება: ა ჯგუფის გამარჯვებული...
შავი ლომი კვლავ ფინალშია!
პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ზედიზედ მეორედ გააღწია „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ფინალში. ტურნირის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა „შავმა ლომმა“ დასავლეთის მეორეადგილოსან „იბერიანსს“ „ავჭალაზე“ უმასპინძლა და მიუხედავად პირველ ტაიმში მეტოქის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა. 41:9 სრულად ასახავს ძალთა შეფარდებას. ქართველები ესპანელებს ყველა სათამაშო კომპონენტში აშკარად აღემატებოდნენ და შედეგიც აბსოლტურად სამართლიანია. აკა ტაბუცაძემ მატჩი საკუთარ ბენეფისად...
კარდიფის ქართული ექო
საქართველოს ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსის ეროვნული ნაკრები 13:12 დაამარცხეს და როგორც დასავლურ პრესაში დაიწერა, ევროპა შეაზანზარეს. „ეს იყო შოკი!“, „უელსი ქართველებმა დაამცირეს“, „საქართველომ უელსურ რაგბში კრიზისი დათესა“ – სწორედ ასეთი შინაარსის სათაურებით იყო აჭრელებული წამყვანი სარაგბო გამოცემები. უელსის რაგბის კავშირი: „საქართველომ განაგრძო უელსის დაშლა შერკინების მეშვეობით და დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე მატკავამ საოცარი წნეხის ქვეშ ფენომენალური...
შავი ლომი შეივსო
ესეც 36! „ევროპის რაგბის“ სუპერთასის რეგლამენტის თანახმად, ტურნირის მონაწილე გუნდის განაცხადში სწორედ ამდენი მორაგბე უნდა ირიცხებოდეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, განაცხადში მინიმუმ 36 მოთამაშე უნდა იყოს, თორემ გაფართოებულ შემადგენლობაში 40 და 50-იცაა დაშვებული. აქამდე ვიუწყებოდით, რომ პირველ ქართულ სარაგბო ფრენჩაიზ „შავ ლომთან“ კონტრაქტი 34-მა მოთამაშემ გააფორმა, ახლა კი მათ 2 ნიჭიერი ახალგაზრდაც დაემატა და განაცხადის...









