ევროპული სარაგბო სათასო ტურნირების მესამე ტურის პირველ დღეს ერთბაშად ორი ქართული ლელო დაიდო და ორივეს ავტორი მორკინალი გახლდათ. საინტერესოა, რომ მილტონ ჰეიგის მიერ ორივე მათგანი დაწუნებულ-დაიგნორებული იყო. ნიკოლოზ ხატიაშვილისა და ლექსო ყაულაშვილზე ვამბობთ. ორივე 27 წლისაა, ორივე უნივერსალი ბურჯია – სულ ერთია, რომელ პოზიციაზე დაჭირდებიან თავთავიანთ გუნდებს, შერკინების პირველი ხაზის მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. კიდევ...
